ყველასათვის საყვარელი ლიტერატურული გმირების ნახატების გამოფენა
ასტრიდ ლინდგრენის წიგნის გმირებს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები კარგად იცნობენ, ამიტომაც გააცოცხლეს პეპი, კარლსონი, ემილი, რონია და საკუთარი თვალით დანახული მხიარული გმირები დახატეს.
“ევროპული სკოლის“ ლონდონის გამზირზე ქართული პროგრამის დაწყებითი კლასისა და PYP პროგრამის მოსწავლეების ნახატები გამოიფინა.
მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილებზე ერთი თვის განამვლობაში დახატეს ყველასათვის საყვარელი გმირების გამოსახულებები, შექმნეს გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.