მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე ანამარია იაკობიძე გახდა

8 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც სამივე პროგრამის (ქართული პროგრამა, IB და AHS) მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

არჩევნები დაიწყო 10 საათზე და დასრულდა 14:30 საათზე. პროცესმა მშვიდად ჩაიარა, არ დაფიქსირებულა დარღვევები. ხმების დათვლის პროცესში ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, მეტი გამჭვირვალობის მიზნით, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარეობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილი პირები.

მე-6-12 კლასებიდან სულ ხმა მისცა 452 მოსწავლემ. არჩევნების შედეგები სკოლის საზოგადოებას სკოლის დირექტორმა სოფიო ბაზაძემ წარუდგინა სააქტო დარბაზში.

მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე გახდა IB MYP პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლე ანამარია იაკობიძე.

Share on: