ნინი და დიმიტრი დუმბაძეების გამოფენა “მიგრაცია“

13-14 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ გაიხსნა MYP-ის მოსწავლეების – ნინი და დიმიტრი დუმბაძეების გამოფენა, სახელწოდებით “მიგრაცია“.
და-ძმა ბავშვობიდან ხატავს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა გამოფენასა და კონკურსში, საიდანაც მათ არაერთი გამარჯვება და პრიზი ხვდათ წილად. ნინიმ და დიმიტრიმ თავიანთი ნამუშევრები გაიტანეს და გაყიდეს მალტაში, ციურიხსა და ჟენევაში, საიდანაც შემოსული ფული დაიხარჯა ქველმოქმედებაზე. თავანთი შემოქმედებით ისინი შეუერთდნენ 2016 წლის გაეროს ასამბლეას სტრასბურგში (ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა). 2017 წლის აგვისტოში კი ფილადელფიის მერიაში მოაწყვეს პერსონალური გამოფენა.


Share on: