Startup Camp Youth Tbilisi 2019

9 ივნისს “ევროპულ სკოლამ“ და “Georgia’s Youth Entrepreneurs“-ის ორგანიზებით startup camp youth Tbilisi 2019-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. პირველი ადგილი (1000ლ.) მოიპოვა “RoboKit“- მა, ინოვაციურმა სტარტაპ იდეამ რომელზეც მუშაობდნენ ამერიკული აკადემიის მოსწავლეები: შალვა ბეგიაშვილი, სოფიო ჩიხლაძე, და თეკლე ხმიდიაშვილი. მეორე ადგილი (500ლ.) გადაეცა “AutoTech“, რომელზეც მუშაობდნენ ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის მოსწავლეები: აფაქ მირვაკილი, ასმა კაფაშიანი, ალი პაზირეი, არიან ზუგჰი და ზეინეფ გურფინარი.
მესამე ადგილოსანი გახდა “HTS:Help To See“-მ, რომელზეც მუშაობდნენ სკოლა xxi საუკუნის მოსწავლეები: ლევან ღვინერია, ლუკა თოდუა, ნიკა ტუსკია, ალექსანდრა ლომინაძე, ლიზა ჩანტლაძე, ქეთევან ჯანიაშვილი და კესო ციცქიშვილი. ხოლო leadership award-ი გადაეცა სამი ჯგუფის ლიდერს, ესენი არიან: ნიუშა ბიგლარი, ლევან გოგრიჭიანი და ელვინა მამედოვა.
Startup camp-ი 7,8,9 ივნისს ჩატარდა “ევროპულ სკოლაში“ და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სტარტაპ იდეები, იმუშავეს ჯგუფის წევრებთან ერთად, მიიღეს გამოცდილებადა იმუშავეს პროფესიონალ მენტორებთან ერთად ბიზნესისა და ტექნოლოგიების განხრით, და საკუთარი პროექტები წარუდგინეს ჟიურის წევრებს. პროეკტში ჩართული იყო ცნობილი კომპანიები: “ვოლტი“,“იბერია ბიზნეს ჯგუფი“, “ეკობინა“, “მომავლის ლაბორატორია“, “ფაბ-ლაბი“,“ევროპული სკოლა,“ “ბრითიშ ქოუნსილ ჯორჯია,“ “ინგლისური წიგნები საქართველო“ და “ბრიტანეთის საბჭო.“

Share on: