ჩვენი მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის

ჯანსაღი ცხოვრების წესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი სკოლის IB-ს დაწყებითი სწავლების პროგრამაში. მოსწავლეები თავიდანვე ეჩვევიან ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების ერთმანეთისაგან გარჩევას, ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ყოფნის აუცილებლობას.
მათ მიერ მიღებული ცოდნა რომ მხოლოდ სკოლის კედლებში არ დარჩენილიყო, გადავწყვიტეთ საინფორმაციო მარათონი მოგვეწყო კუს ტბის გარშემო. პატარებმა თავისი წვლილი შეიტანეს ამ თემაზე ცნობიერების ამაღლებაში და კუს ტბის ვიზიტორები ხილთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ რჩევებითა და საინფორმაციო ფლაერებით დაასაჩუქრეს.

 

Share on: