ხატვა ხელნაკეთი ბუნებრივი საღებავებით

ჯანსაღი ცხოვრების წესის თემის ფარგლებში, ჩვენმა მე-3 კლასელებმა ხელოვნების გაკვეთილზე საკუთარი ხელით, ნულიდან დაამზადეს ეკო საღებავები.
საღებავების მისაღებად მათ გამოიყენეს ნატურალური პიგმენტი ისეთი ბუნებრივი მასალებისაგან, როგორებიცაა: ბალახი, სანელებლები, ყავა, ხილის წვენი, ფქვილი, ნახშირი და ა.შ.
ხელნაკეთი საღებავების დახმარებით, პატარა ხელოვნებმა ულამაზესი, ფერადი ნახატები შექმნეს. მათი ხუთივე შეგრძნება აქტივირებული იყო ამ კრეატიული პროცესის დროს.

Share on: