ახალი ამბები

საერთაშორისო ტურნირი კარატეში - “OPEN TBILISI – 2017“
18 Oct 201715 ოქტომბერს სპორტკომპლექს “არენა-1“-ში ჩატარდა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი კარატეში - “OPEN TBILISI – 2017“, რომელშიც მონაწილეობდა 500-მდე სპორტსმენი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ინოვაცია 800
17 Oct 2017კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირმა, რომელიც მოწოდებულია, დაეხმაროს მომავლის ლიდერებს და ზოგადად, სტუდენტებს, გამოსცა წიგნი “ინოვაცია 800“, რომელშიც მსოფლიოს წარმატებული საგანმანათლებლო ინსტიტუციების გვერდით გაშუქებულია “ევროპული სკოლის“ ცხოვრება.

საკვების მსოფლიო დღე
17 Oct 201716 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მოსწავლეებმა “მსოფლიო საკვების დღე“ აღნიშნეს. ღონისძიების მიზანი იყო, მოზარდებს გაეთავისებინათ დაბალანსებული კვების რაციონის მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის. რთულია, სწორად იკვებო დამუშავებელი საკვების ეპოქაში. ამიტომაც, ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით მოსწავლეებს, არჩევანი ხილის, ბოსტნეულის და სხვა ჯანსაღი საკვების სასარგებლოდ გააკეთონ არაჯანსაღი ალტერნატივების სანაცვლოდ.

საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა კონფერენცია
17 Oct 201714-15 ოქტომბერს “ევროპული სკოლის” აკადემიურმა დირექტორმა, სოფიო ბაზაძემ მონაწილეობა მიიღო აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა კონფერენციაში:“სკოლის დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი- პოლიტიკის დანერგვის გამოწვევები’’.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე
13 Oct 201713 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მოზარდებმა აღნიშნეს “ხელების დაბანის მსოფლიო დღე“ .

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სასკოლო პრაქტიკაში
13 Oct 2017მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ევროსაბჭოს პროგრამა “პესტალოცის“ ფარგლებში საქართველოში 4-დღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის თემა იყო “დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სასკოლო პრაქტიკაში“.

ღიმილის დღე
06 Oct 2017დღეს ღიმილის დღეა! ბედნიერების შეგრძნებით, მხიარული განწყობითა და სიცილით გაჯერებული დღე! შემოგვიერთდით! გამხიარულდით! გახდით ღიმილიანი!

ესტონეთის დელეგაცია ევროპულ სკოლაში
06 Oct 20175 ოქტომბერს ევროპულ სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა დელეგაცია ესტონეთიდან. ვიზიტის მიზანი იყო, დელეგაციის წევრები გაცნობოდნენ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის პროგრამას. სტუმრობისას პედაგოგებმა დაათვალიერეს სკოლამდელი აღზრდის ცენტრი, დაესწრნენ მეცადინეობებს, ბოლოს კი, სკოლის კაფეტერიაში მოეწყო ვიზიტის შეჯამება.