ახალი ამბები

“წიგნიერებით“ მოტანილი სიხარული

02 Nov 2017

1 ნოემბერს “ევროპულ სკოლას“ პროექტით “წიგნიერება“  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ესტუმრა.

სკოლის ბიბლიოთეკის დღე

01 Nov 2017

27 ოქტომბერს ევროპული სკოლის ქართული პროგრამის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა აღნიშნეს “სკოლის ბიბლიოთეკის დღე“. ბუნებრივია, ღონისძიება დაიგეგმა ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში.

ჰელოუინის დღესასწაული

31 Oct 2017

ჰელოუინის დღესასწაული ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა “ევროპული სკოლის“ ღონისძიებათა კალენდარში. უკვე ტრადიციად იქცა სკოლაში ამ დღის აღნიშვნა, მოსწავლეთა მიერ  დეკორაციიების მომზადება და დერეფნებისა თუ “ლონდონ ავენიუს“ მორთვა; ნამცხვრების გამოცხობა და მოჩვენებების, ვამპირების, მონსტრების, მუმიებისა თუ ჯადოქრების კოსტიუმებში გამოწყობა.

კულტურის სახლი ” მუზა”

30 Oct 2017

“ევროპული სკოლის“ Vბკლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კულტურის სახლ ” მუზას”; მოუსმინეს ლექციას “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორების შესახებ. გაიცნეს ცნობილი ქართველი და უცხოელი მხატვრები , რომლებმაც დაასურათეს წიგნი. პრაქტიკული დავალების დროს კი თავად შეეცადნენ დაესურათებინათ “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი აფორიზმი.

Vა კლასი სტუმრად თბილისის ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში. დამრიგებელი ნატა მიქელაძე

30 Oct 2017

“ვროპული სკოლის” Vა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თბილისის ეროვნულ არქივში ორგანიზებულ გამოფენას: “თბილისი ურბანული ცვლილებები”.  გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოგრაფიული მასალა  გვთავაზობდა ილუსტრაციას იმ ობიექტებისა, რომლებიც ან არ შემორჩა,  ან მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა.

მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის პირველი შეხვედრა

29 Oct 2017

27 ოქტომბერს “ევროპულ სკოლაში” მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის (PTA ) პირველი შეხვედრა ჩატარდა. სტუმრებს მიესალმა სკოლის აკადემიური დირექტორი სოფო ბაზაძე, რომელმაც დეტალურად გააცნო დამსწრეთ ბოლოდროინდელი მიღწევები, მომავლის გეგმები, წარუდგინა მათ ახალი ადმინისტრაციული გუნდი.

ანიმაციის დღე “ევროპულ სკოლაში“

26 Oct 2017

26 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“  დაწყებითი კლასების მოსწავლეები,  ანიმაციის  დღესთან დაკავშირებით,  თავიანთი საყვარელი ზღაპრის გმირების ფორმებში გამოცხადდნენ. მათ  სტუმრად ეწვივნენ ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები, რომლებმაც ბავშვებს  მარტივი ანიმაციები შეაქმნევინეს. მოსწავლეები შეთავაზებულ აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ.

კვების რევოლუციის პროექტი

26 Oct 2017

MYP students from grade 10 C initiated an action connected with the global context and the statement of inquiry. Inspired by Jamie Oliver’s Food Revolution project half of the 10 C MYP students prepared some dishes for the kindergarten students and another half offered them online activities using smart technologies.

გავეცნოთ პროფესიებს!

26 Oct 2017

"ევროპულ ბაღში" პროფესიებს ვეც ნობით. დღეს ბავშვები ესტუმრნენ  ექიმის კაბინეტს, დაათვალიერეს ოთახი და ექიმისთვის საჭირო ხელსაწყოები. პატარებმა  შეკითხვები დაუსვეს სკოლის ექიმს და  პაციენტიც მიიღეს, რომელიც ამჟამად სკოლის მოსწავლეა, რამდ ენიმე წლის წინ კი "ევროპული ბაღის" აღსაზრდელი იყო.