ახალი ამბები

PYP-ის საქველმოქმედო აქცია
17 Nov 2017PYP მე-4 კლასის მოსწავლეებმა,საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მოაწყვეს საკუთარი ხელით გამომცხვარი ნამცხვრების გამოფენა-გაყიდვა, შეგროვილი თანხით კი დახმარება გაუწიეს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს- საასკოლო ნივთები შეიძინეს მათთვის.

ეროვნული კიბეროლიმპიადა
17 Nov 2017საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 27 ოქტომბერს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდა ეროვნული კიბეროლიმპიადა, სადაც დაისვა ამოცანები კიბერუსაფრთხოების შესახებ, რომელთა გადაჭრაზეც ერთმანეთს 50 გუნდად დაყოფილი (გუნშდში სამი მონაწილე) სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები შეეჯიბრნენ.

“ევროპული სკოლის“ პედაგოგები ინფორმაციული ტექნოლოგიების კონფერენციაზე
16 Nov 20178-11 ნოემბერს ქალაქ კიევში გაიმართა ინფორმაციული ტექნოლოგიების IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “ინოვაციები და უახლესი გამოწვევები ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში “, რომელსაც მასპინძლობდა ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი.

სტუმრად სტუდია "ბაბალეში"
16 Nov 201713 ნოემბერს მე-4 კლასი ესტუმრა სტუდია "ბაბალეს",სადაც მოსწავლეებმა თიხით,პლასტელინით და საღებავებით შექმნეს ნამუშევრები ,რომელშიც გამოხატეს თავიანთი განწყობა,გრძნობები და ემოციები.

ისტორიად ქცეული სახელები
16 Nov 201715 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ მე-9 და მე-10ა კლასის მოსწავლეები (პედაგოგები: თამარ ცაგარელი, მანანა შეყილაძე, მაია წენგუაშვილი და რუსუდან ბრეგაძე) ეწვივნენ მწერლის სახლს.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “ევროპული სკოლის“ წარმატებული თანამშრომლობა
16 Nov 201716 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში “გაიმართა სკოლის საზოგადოების შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) დეკანთან საქართველოში, დოქტორ კენ უოლშთან, რომელმაც ღონისძიების დამსწრეთ უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები გააცნო; ისაუბრა STEM განათლების უპირატესობასა და პერსპექტივებზე.

ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი
14 Nov 2017“ევროპულ სკოლაში“ დამთავრდა “ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი“. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებულები არიან: 6 ბ კლასის, MYP მე-8 კლასის და ქართული პროგრამის მე-12 კლასის მოსწავლეთა გუნდები. ტურნირის ბომბარდირი გახდა მიხეილ კვერნაძე, საუკეთესო მოთამაშე- ნიკა სამუშია, ხოლო საუკეთესო მეკარე- ირაკლი ნებიერიძე. ფინალური მატჩების დასასრულს გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

IIIბ კლასის ვიზიტი საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
13 Nov 2017მოსწავლეები გაეცნენ ექვთიმე თაყაიშვილის , როგორც წმინდანისა და ერის საგანძურის მცველის ისტორიას. ასევე, დაათვალიერეს მის მიერ გადარჩენილი უნიკალური განძის ნაწილი, რომელიც მოიცავდა ისტორიულ, არქეოლოგიურ, ანთროპოლოგიურ, ლიტერატურულ და ეთნოგრაფიულ ექსპონატებს.

პეტრე ბაბილუა - მენტორი
13 Nov 2017მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში “ევროპული სკოლის“ მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მათემატიკის პედაგოგ პეტრე ბაბილუას მიენიჭა მენტორის წოდება.