ახალი ამბები

შემოდგომის გაცილება
04 Dec 201730 ნოემბერს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა “გააცილეს შემოდგომა“. ღონისძიება გახსნეს მეოთხე კლასელებმა, მათ ბარაქიანი შემოდგომის სიუჟეტი წარმოადგინეს. მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლების დახმარებით, საკუთარი ნამუშევრებით გააფორმეს მეორე სართულის დერეფანი, “ევროპული სკოლის“ შიდა ეზოში კი მოაწყვეს თემატური “ფლეშ-მობი“.

მხიარული სტარტები
01 Dec 2017პირველ დეკემბერს ევროპულ ბაღში ჩატარდა მხიარული სტარტები: “გავაცილოთ შემოდგომა და შევეგებოთ ზამთარს“. აქტივობაში ბაღის ყველა ჯგუფთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებლები. ბავშვები დაიყვნენ ორ ჯგუფად, რომელთაგან ერთი ნაწილი წარმოადგენდა ზამთარს, მეორე კი შემოდგომას.

MYP ასამბლეა
30 Nov 201730 ნოემბერს გაიმართა “ევროპული სკოლის” MYP პროგრამის რიგით მეორე ასამბლეა. ასამბლეას უძღვებოდნენ ლუკა კაკაჩია (9 კლასი) და სესილი ჩარგეიშვილი (6 კლასი). წარდგენილ იქნა შემდეგი პროექტები: “ექვსი ნაბიჯი წარმატებისკენ“, “მოწინავე და განვითარებადი ქვეყნების სტატიკა“ .

სტენსილით ხატვა
29 Nov 201727 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მოსწავლეები, ხელოვნების პედაგოგის ნატო ვაწაძის ინიციატივით, ჩაებნენ საინტერესო აქტივობაში-მათ მოწვეული მხატვრების დახმარებით, გარემოს დაცვის თემაზე შექმნილი სტენსილებით მოხატეს სკოლის კედლები.

პროექტი “ბუნების ქომაგი ადამიანები“
29 Nov 201714 ნოემბერს, ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში, პედაგოგ ასმათ ახვლედიანის ხელმძღვანელობით მოეწყო მესამეკლასელთა შეხვედრა “ეკოვიზიის“ წამყვანებთან. გადაცემის წამყვანებმა ნინიმ კიკნაძემ და დათუნა სოფაძემ წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: “ბუნების ქომაგი ადამიანები“. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

ვემშვიდობებით შემოდგომას
28 Nov 2017შემოდგომა იწურება. პატარა კულინარებმა ამოავლეს ტკბილი, გემრიელი ჩურჩხელები. ამ გამოცდილებამ ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა შესძინა პატარებს. ევროპული ბაღის ბავშვები აცილებენ შემოდგომას და ემზადბიან ზამთრის შესახვედრად.

ირმა ბარბაქაძე College Board-ის ფორუმზე
27 Nov 2017“ევროპული სკოლის“ ამრიკული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი ირმა ბარბაქაძე ერთწლიანი ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალო და უმაღლესი განათლების ექსპერტის ხარისხის მოსაპოვებლად.

პროფესიული განვითარების დღე
25 Nov 2017საგანამანათლებლო სისტემაში სწავლების ხარისხი და სკოლის ხელმძღვანელობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია სტუდენტის წარმატებისთვის. იმისათვის, რომ პედაგოგები და სკოლის ლიდერები იყვნენ მაქსიმალურად ეფექტურები, მუდმივად ცდილობენ გაიღრმავონ ცოდნა და უნარები. პროფესიული განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიაა სკოლის სისტემაში, რომელიც აუმჯობესებს მასწავლებელთა მუშაობის დონეს.

მოსწავლეთა ნახატების გამოფენა
24 Nov 201722 ნოემბერს ევროპულ სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიხსნა. მასში ამჯერად მონაწილეობა მესამეკლასელებმა მიიღეს. ბავშვებმა ისაუბრეს თავიანთი ნახატების შესახებ. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა სოფიო ბაზაძემ “პატარა მხატვრებს“ სამახსოვრო სიგელები გადასცა.