ახალი ამბები

დისკუსია მოზარდთა ძალადობაზე
14 Dec 201714 დეკემბერს ”ევროპული სკოლის” მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქართული ენის პედაგოგის ლელა მელიქიშვილის მიერ ინიცირებულ დისკუსიაში მოზარდთა ძალადობის შესახებ.ილმარ რააგის ფილმის ”კლასი” ჩვენების შემდეგ ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა მასწავლებლების, მშობლების და მოსწავლეების მონაწილეობით. დაისვა კითხვები: ”რატომ ხდება ეს ყველაფერი?” ”რა იწვევს ძალადობას?” ”როგორ ავიცდინოთ თავიდან მოზარდთა ძალადობის ფაქტები?” მოზარდობის პროცესები უფრო მშვიდად წარიმართება, თუ მშობლებს ახლო ურთიერთობა, ხშირი საუბრები ექნებათ ბავშვებთან, თუ მასწავლებლები , თანატოლები არ იქნებიან გულგრილნი მოზარდთა კონფლიქტების მიმართ -დაასკვნეს მოსწავლეებმა.

საერთაშორისო ბაკალავრიატის MYP-სა და DP-ს მოსწავლეები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
14 Dec 2017საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო (MYP) და სადიპლომო პროგრამის (DP) მოსწავლეები ჩაერთვნენ გაეროს 16-დღიან კამპანიაში, რომელიც მიმართულია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. 2017 წლის კამპანიას ეწოდება: “გახადე მსოფლიო ნარინჯისფერი. არავინ დატოვო უყურადღებოდ. შეწყვიტეთ ძალადობა ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ!“ ძალადობის წინააღმდეგ MYP-სა და DP-ს მოსწავლეებმა ერთობლივი ვიდეო გადაიღეს, რომელშიც თავიანთ მშობლიურ ენებზე დაგმეს ძალადობა ქალების წინააღმდეგ, რათა მათი მესიჯი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხისთვის გასაგები ყოფილიყო.

ნინი და დიმიტრი დუმბაძეების გამოფენა “მიგრაცია“
13 Dec 201713-14 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ გაიხსნა MYP-ის მოსწავლეების - ნინი და დიმიტრი დუმბაძეების გამოფენა, სახელწოდებით “მიგრაცია“. და-ძმა ბავშვობიდან ხატავს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა გამოფენასა და კონკურსში, საიდანაც მათ არაერთი გამარჯვება და პრიზი ხვდათ წილად.

პროფესორ მანანა ფხაკაძის ლექცია
13 Dec 20172017 წლის 11 დეკემბერს ამერიკული უმაღლესი სკოლის მოწვევით მოსწავლეებისთვის ლექცია წაიკითხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, მანანა ფხაკაძემ. ღონისძიება პედაგოგების, ქ.გარდაფხაძის და ე.კობახიძის, ორგანიზებით ჩატარდა. ლექციას ესწრებოდნენ ამერიკული სკოლის VIII,IX, X, XI კლასის მოსწავლეები. ლექციის მსვლელობისას ერთმანეთს ენაცვლებოდა როგორც სწავლა-სწავლებასა და შემეცნებასთან დაკავშირებული ტერმინების ახსნა - გახსენება, მათი ეტიმოლოგიისა თუ წარმომავლობის ანალიზი, ისე ძალიან საინტერესო მოგზაურობა მითების სამყაროში. დაისვა ძალიან საზრიანი კითხვები, რომლებზედაც მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხი მიიღეს მომხსენებლისგან.

AHS მოსწავლეები კინოფესტივალზე
13 Dec 20176 დეკემბერს ამერიკული უმაღლესი სკოლის მე- 8 და მე-9 კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად ესტუმრნენ კინოთეატრ “ამირანს“, სადაც თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დაესწრნენ “სპეციალურ ჩვენებას", რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართველი რეჟისორებისა და მსახიობების შემოქმედებიდან შერჩეული რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ერთ-ერთმა მოსწავლემ, ლუკა ქათამაძემ აღნიშნა : “მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფილმიდან დიდი აზრი ვერ გამოვიტანე, მაინც კარგად დამამახსოვრდა რამდენიმე ფილმი გადაღების სტილით და მუსიკალური გაფორმებით“.

პრაქტიკული ლექცია-სემინარი “გარემოს დაცვა“
13 Dec 201711 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ მე-10 და მე-11 კლასებისთვის პრაქტიკული ლექცია-სემინარი ჩაატარა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზების ლაბორატორიის უფროსმა ელენე ბაქრაძემ.

მესამეკლასელების ვიზიტი მაკდონალდსში
13 Dec 2017მოსწავლეებმა დაათვალიერეს მაკდონალდსის საწარმო, ესტუმრნენ მის სამზარეულოს და ნახეს, თუ სად ინახება და როგორ მზადდება ესა თუ ის პროდუქტი. ასევე, დაამზადეს მაკდონალდსის ცნობილი ჰამბურგერი, კარტოფილი და ა.შ. მასპინძლების მიერ შემოთავაზებული გასართობი პროგრამა, რომელიც მოიცავდა სახალისო თამაშების ნაკრებს, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო აღმოჩნდა.

მოზარდთა ძალადობა
13 Dec 20175 დეკემბერს “ღია საზოგადოება საქართველოს" ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორმა გიორგი ჩიტიძემ “ევროპული სკოლის“ მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა ლექცია ადამიანის უფლებებზე. მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა სამედიცინო გამოკვლევა
12 Dec 2017ჩეხური ფარმაცევტული კომპანია “ვალმარკის“ წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს პედიატრთა აკადემიის ეგიდით ატარებს საინფორმაციო-საპრევენციო კამპანიას “სასკოლო ასაკის ბავშვების სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარების მნიშვნელობა“.