ახალი ამბები

საახალწლო ქიმია

20 Dec 2017

ქიმიის ლაბორატორიაში პირველკლასელებთან ჩატარდა სახალისო და შემეცნებითი გაკვეთილი “საახალწლო ქიმია“(პედაგოგი ხათუნა კაპანაძე). გაკვეთილის მიზანი იყო, დაწყებითი კლასიდანვე მოსწავლეების დაინტერესება საბუნებისმეტყველო საგნებით, კერძოდ ქიმიით.

ფრენბურთი

20 Dec 2017

“ევროპული სკოლაში“ სპორტულ ცხოვრებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მასში აქტიურად არიან ჩართულნი მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები. ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა ქალთა ფრენბურთის ტურნირი მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალისგან შემდგარ შვიდ გუნდს შორის. 19 დეკემბერს ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდენენ ბაღის და სასადილოს გუნდები, სადაც გამარჯვება მოიპოვა სასადილოს ქალთა გუნდმა.

სასწავლო განგაში

19 Dec 2017

19 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ მოეწყო სასწავლო განგაში, რომლის მიზანი იყო, მოსწავლეეებისთვის ევაკუაციის პროცედურების სწავლება რეალური განგაშის სიტუაციაში მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. შეფასდა ევაკუაცისთვის საჭირო დრო, უსაფრთხოების სისტემების ან ევაკუაციის პროცედურების დარღვევები არ გამოვლენილა.

ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ეროვნულ მუზეუმში

19 Dec 2017

ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები, კერძოდ ორი კურსის AP Comparative Government and Politics (XII კლასი) და AP European History-ს (X-XII კლასები) მსმენელები, სასწავლო მიზნებით ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს; დაათვალიერეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი; საგნის მასწავლებელმა ნათია ფიფიამ მათ წაუკითხა მინი-ლექცია ეროვნულ-განმათავისუფლებლი მოძრაობისა და ქართველი საბჭოთა დისიდენტების შესახებ; მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი ქართული იარაღის და ტანისამოსის გამოფენა. თვალსაჩინო მასალის საფუძველზე მათ იმსჯელეს ისტორიის რეკონსტრუქციისას ეთნოლოგიური მასალის გამოყენების მეთოდებზე. გარდა ამისა, მოსწავლეები ესტუმრნენ პალეოლითის ხანის ამსახველ გამოფენას და გაეცნენ ადამიანის ევოლუციის ძირითად ეტაპებს.

ინტერდისციპლინური პროექტი

18 Dec 2017

18 დეკემბერს ქართული პროგრამის მე-8 კალსებში ჩატარდა ინტერდისციპლინური პროექტის” ვჭამთ იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ, თუ ვცოცხლობთ იმისთვის, რომ ვჭამოთ?”  შემაჯამებელი გაკვეთილი. პროექტს ახორციელებდნენ ბიოლოგიის პედაგოგი მანანა ჟამურაშვილი და რუსული ენის პედაგოგი ირინა გამსახურდია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა აწარმოეს კვლევა, აიღეს ინტერვიუები, მოამზადეს პრეზენტაციები და მოხსენებები. ამ პროცესს მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა. 

საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა

18 Dec 2017

”ევროპული სკოლა” აგრძელებს საქველმოქმედო აქციებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად. 15 დეკემბერს სკოლამ მოაწყო საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა ”გაეცი სიყვარულით”, რომელშიც სკოლის მთელმა საზოგადოებამ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა -საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაცია, სოციალური საწარმო “ბაბალე“ , ორგანიზაცია "მშობელთა ხიდი", მიიღეს მონაწილეობა. მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა ხელნაკეთი ნივთები და სახლში მომზადებული ტკბილეული გამოფინეს სკოლის ეზოში. ცივმა ამინდმა, მაგრამ თბილმა გრძნობებმა, ცხელმა შოკოლადმა, მშვენიერმა ნაკეთობებმა, მუსიკალურმა ნომრებმა, საახალწლო განათებამ სულ სხხვაგვარი შუქით აღავსო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა – პარაორკესტრის მუსიკოსების – თვალები. ამ შუქმა და სიყვარულით სავსე გარემომ, რომელშიც დიდი ენთუზიაზმი ჩადო ”ევროპული სკოლის” საზოგადოებამ, მართლაც რომ განსაკუთრებული ელფერი შესძინა საქველმოქმედო ღონისძიებას, რომლის ნაწილიც გახდა თითოეული ჩვენგანი იმ საღამოს.

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

18 Dec 2017

მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს თბილისში (სასტუმრო “ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“) ჩატარდა რიგით IV საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები-ესეების კონკურსის გამარჯვებულები

15 Dec 2017

11 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის თანამონაწილეობით, გამართა ესეების კონკურსი. ღონისძიების მიზანი გახლდათ ქართულ-გერმანული ურთიერთობების მრავალფეროვნების წარმოჩენა და აღნიშნული თემატიკით ახალგაზრდა ავტორების, მოსწავლეებისა და სტუდენტების დაინტერესება.

ექსკურსია თავისუფალ უნივერსიტეტში

15 Dec 2017

დეკემბრის თვეში მოეწყო საგანმანათლებლო ექსკურსია თავისუფალ უნივერსიტეტში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ქიმიის, ფიზიკისა და ინჟინერიის ლაბორატორიები. ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 8ა და 8ბ კლასების მოსწავლეები და მათი პედაგოგები ხათუნა კაპანაძე, ზურაბ ბერია და ირინა კოჭლამაზაშვილი.