ახალი ამბები

საახალწლო ზეიმი "თოვლის წვეულება"

28 Dec 2017

27 დეკემბერს საახალწლო ზეიმი ჩატარდა ევროპული საბავშვო ბაღის ინგლისურენოვანი ჯგუფების აღსაზრდელებისთვის. კიდევ ერთი ულამაზესი თეთრი წვეულება, ლამაზი სცენებით, მუსიკით, ცეკვებით, დასრულდა. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

ტრანსდისციპლინარული თემები

27 Dec 2017

დაწყებითი სწავლების საფეხურზე 18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ტრანსდისციპლინარული თემების შეჯამება. მასში მონაწილეობა მიიღეს ოთხივე კლასის მოსწავლეებმა და სხვადსხვა საგნის პედაგოგებმა.

საახალწლო ზეიმი "თოვლის წვეულება"

25 Dec 2017

23 დეკემბერს “ევროპული ბაღის” ქართულენოვანი ჯგუფების აღსაზრდელებისთვის ჩატარდა საახალწლო ზეიმი "თოვლის წვეულება" . თოვლივით თეთრად მორთულ დარბაზში, თეთრ სამოსში გმოწყობილი პატარები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, მათ ვიდეო რგოლიც მოამზადეს "წერილი თოვლის ბაბუას". არც თოვლის ბაბუამ დააყოვნა და საჩუქრებითა და ტკბილეულით დატვირთული ესტუმრა ბავშვებს წვეულებაზე. თოვლის ბაბუა დაგვპირდა, რომ 27 დეკემბერს ინგლისურენოვანი ჯგუფების ზეიმსაც ეწვევა.

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა

25 Dec 2017

2017 წლის 23 დეკემბერს, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია“ ხელი მოეწერა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

გილოცავთ ახალ წელს!

25 Dec 2017

“ევროპული სკოლა” გისურვებთ წარმატებულ 2018 წელს!

“ევროპული სკოლის“ საქველმოქმედო კამპანია

22 Dec 2017

დეკემბრის დასაწყისში “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ჩაერთნენ ტრადიციულ, საახალწლო საქველმოქმედო კამპანიაში-შეაგროვეს ტკბილეული და საკვები პროდუქტები სოციალურად შეჭირვებული პირებისთვის. 20-21 დეკემბერს შეგროვილი სურსათი დაარიგდა ბავშვთა სახლებში, დღის ცენტრებსა და მოხუცებულთა სახლებში. ბენეფიციარებმა მადლიერება და სითბო არ დაიშურეს ჩვენი მოსწავლეების მიმართ.

რობოტიქსის კლუბის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა

22 Dec 2017

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს "ლონდონ ავენიუზე" მოეწყო “ევროპული სკოლის“ რობოტიქსის კლუბის მოსწავლეების მიერ პირველ სემსტრში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო განსხვავებული ფუნქციების მქონე 20 მოწყობილობა-რობოტი

პროექტი “ავიაცია-თვითმფრინავები

22 Dec 2017

პროექტის ფარგლებში “ავიაცია-თვითმფრინავები“, მე-4-5 კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა მასალის გამოყენებით ააგეს თვითმფრინვის მოდელები, გამოსცადეს თვითმფრინავები და გამოავლინეს ყველაზე კარგად აგებული მოდელი.

სასწავლო პროცესების მართვის პროგრამა “SCHOOL BOOK“

20 Dec 2017

მიმდინარე წლის დასაწყისიდან “ევროპულმა სკოლამ” გადაწყვიტა, გაეუმჯობესებინა სასწავლო პროცესების მართვის არსებული ელექტრონული პროგრამა და დაენარგა ისეთი ინოვაციური პროდუქტი, რომლის დახმარებითაც მოხერხდებოდა მნიშვნელოვანი სასწავლო დანიშნულების ელექტრონული მონაცემების და რესურსების შექმნა, გაერთიანება და შეთანხმებული მუშაობა.