ახალი ამბები

PYP-ის მოსწავლეები სტუმრად საზოგადოებრივ მაუწყებელში

12 Feb 2018

7 თებერვალს საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამის (PYP) მოსწავლეები საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვივნენ. მათ დაათვალიერეს სატელევიზიო სტუდიები და ტელევიზიის მუზეუმი, სადაც გაეცნენ წარსულში გამოყენებულ ტექნიკას და გააცნობიერეს, თუ რამდენად გააადვილა ტექნოლოგიების განვითარებამ სატელევიზიო პროგრამების შექმნა.

“აინშტაინის სკოლის“ გახსნა

12 Feb 2018

9 თებერვალს “ევროპულმა სკოლამ” კანტის აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში, სკოლაში 9-12 წლის მოზარდებისთვის გაიხსნა აინშტაინის საკვირაო სკოლა, სადაც მოსწავლეები განივითარებენ კრეატიული აზროვნების, ლიდერობის და კომუნიკაციის უნარებს. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე აკადემიის წარმომადგენლებმა პროექტის დეტალები გააცნეს მოზარდებსა და მათ მშობლებს. შეხვედრის დასასრულს საკვირაო სკოლის მომავალმა მოსწავლეებმა ალბერტ აინშტაინის ფორმაში გამოწყობილ თანატოლთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრა “ევროპული სკოლის“ მშობლებთან

12 Feb 2018

2017 წლის ნოემბრიდან ბრიტანეთის საბჭო წარმოადგენს “ევროპული სკოლის“ ოფიციალურ პარტნიორს და ქართულ პროგრამაში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების ბრიტანული მოდელის დანერგვას უწყობს ხელს. 2018 წლის 9 თებერვალს ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი, ზაზა ფურცელაძე, თავისი გუნდის წევრებთან ერთად, “ევროპული სკოლის“ მშობლებს შეხვდა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა- ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებმა მშობლებს არსებული სიტუაცია და სამომავლო გეგმები გააცნეს და მათთვის საინტერესო შეკითხვებსაც უპასუხეს.

სახალისო ქიმია

08 Feb 2018

ქართული პროგრამის მესამე კლასის მოსწავლეებისთვის პედაგოგებმა: ხათუნა კაპანაძემ და მაკა ნაკაიძემ ჩაატარეს სახალისო-შემეცნებითი გაკვეთილი“მხიარული ქიმია“. გაკვეთილის მიზანი იყო ადრეული ასაკიდან მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი-“ ევროპული სკოლის“ ახალი პარტნიორი უნივერსიტეტი

08 Feb 2018

7 თებერვალს “ევროპულ სკოლასა” და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სადაც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრად ქართული პროგრამის მე-10-11 კლასის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ. ვიზიტი მეტად საინტერსო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. საუნივერსიტეტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, მოზარდებს საშუალება მიეცათ, პირადად რექტორის, პროფესორი მამუკა თავხელიძის მეგზურობით დაეთვალიერებინათ შენობა, სალექციო თუ სასემინარო აუდიტორიები, ექსპერიმენტული ლაბორატორიები და სხვ. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოსწავლეებზე კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ მოახდინა, სადაც მოზარდებმა “გამოძიების ლაბირინთები“ გაიარეს ექსპერტ-კრიმინალისტების დახმარებით. თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობისას გამოიკვეთა, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის Teen Academy-ში ჩართვა მომავალი პროფესიის არჩევისას სწორი, ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად.

ილია მჭედლიშვილის ნახატების გამოფენა

08 Feb 2018

30 იანვარს საგამოფენო დარბაზში “სფუმატო“ გაიმართა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეთა შორის ყველაზე უმცროსი გახლდათ “ევროპული სკოლის“ მესამე კლასის მოსწავლე ილია მჭედლიშვილი.

ენის შესწავლა და სპორტული ცხოვრება ქ. ბერლინის ბანაკში: “Sport_ und KreativCamp Wannese”

07 Feb 2018

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ორი კვირის განმავლობაში გაიღრმავონ ინგლისური ენის ცოდნა გერმანიაში, ქ. ბერლინში.

“ევროპული სკოლის“ დელეგაცია გაეროს მოდელირების კონფერენციაზე

06 Feb 2018

26-30 იანვარს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა დელეგაცია, კანტის აკადემიის ორგანიზებით, იმყოფებოდა გაეროს მოდელირების კონფერენციაზე პრაღის ნიუ-იორკის უნივრსიტეტში. სკოლის დელეგაციას, რომელიც შედგებოდა ქართული, IB და ამერიკული პროგრამების ექვსი მოსწავლისგან, ხელმძღვანელობდა სკოლის აკადემიური დირექტორი სოფიო ბაზაძე. ვიზიტის ბოლო დღეს მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს საელჩოს და შეხვდნენ ელჩს, ბ-ნ ზაალ გოქსაძეს.

ევროპული სკოლისა და ბრიტანეთის საბჭოს უპრეცედენტო თანამშრომლობა

01 Feb 2018

2017 წლის ნოემბრიდან “ევროპული სკოლა" და ბრიტანეთის საბჭო თანამშრომლობენ ინგლისური ენის სწავლა-სწავლების პროექტში, რომელიც სამ წელს გაგრძელდება. ბრიტანეთის საბჭო აღიარებული ლიდერია ინგლისური ენის სწავლებაში. მას ასევე გააჩნია მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაის უნიკალური გამოცდილება. ამ ყოველივეს გათვალისწინებით აირჩია “ევროპულმა სკოლამ” ბრიტანეთის საბჭო პარტნიორად და გადაწყვიტა, სწორედ ენის სწავლების მათი მოდელი დანერგოს.