ახალი ამბები

ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში

23 Feb 2018

21 თებერვალს ,,ევროპული სკოლის“ მე-6 ბ კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგ მაია წენგუაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ექსკურსიის მიზანი გახლდათ, მოსწავლეთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პრეისტორიული და ანტიკურ-ელინისტური პერიოდის მახასიათებლების შეჯამება და ასევე, მოსწავლეებში დაკვირვების, კვლევის, საკუთარი აზრის, ჩანახატების, ჩანაწერების გაკეთების და პრეზენტაციაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე

22 Feb 2018

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს “ევროპული სკოლის“ საზოგადოებაც. სკოლაში 23-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე სწავლობს. აქედან გამომდინარე, ენობრივი მრავალფეროვნებაც თვალშისაცემია. მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს მოსწავლეებმა ერთმანეთს მშობლიურ ენაზე ხშირად გამოყენებადი ფრაზები შეასწავლეს, თავიანთი ენების ისტორია, დამწერლობა გააცნეს, მშობლიურ ენაზე შექმნილი პოეზიის შედევრები წაუკითხეს თანატოლებს, მონაწილეობა მიიღეს ხალისიან პერფორმანსებსა და თამაშებში. ამ დღეს არც მშობლები გამოაკლდნენ-დღის ბოლოს თავიანთი ქვეყნების ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ ღონისძიების დამსწრეთ.

მათემატიკის საშაბათო სკოლა და მათემატიკის წრე “ევროპულ სკოლაში“

21 Feb 2018

მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებისა და მისი პოპულარიზაციის, კონკურსებში, კონფერენციებსა  და ოლიმპიადებში მოსწავლეების მონაწილეობისათვის მომზადების მიზნით “ევროპულმა სკოლამ“ გადაწყვიტა, დაიწყოს მათემატიკის საშაბათო სკოლა და ჩამოაყალიბოს მათემატიკის წრე. საშაბათო სკოლა იმუშავებს სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში  აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას; მოამზადებს მათ  მათემატიკის წრისათვის. მათემატიკის წრე დაიწყებს მოსწავლეების მომზადებას სხვადასხვა კონკურსისა და ოლიმპიადებისათვის.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების გასვლითი გაკვეთილი რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მუზეუმში

20 Feb 2018

პროექტის ფარგლებში “რა ვიცით ილია ჭავჭავაძის შესახებ?“ “ევროპული სკოლის“ პედაგოგმა თამარ ცაგარელმა მე-9 კლასის მოსწავლეებს რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მუზეუმში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარა. მოსწავლეები გაეცნენ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის “კაცია-ადამიანი?!“ სცენარსა და საარქივო მასალას.

პატარების კულინარიული დებიუტი

19 Feb 2018

16 თებერვალს დაწყებითი სწავლების საფეხურის მეორეკლასელებმა სკოლის სასადილოში ’Масленица’-ს დღესასწაულთან დაკავშირებით გამოაცხვეს ბლინები და თანატოლებს გაუმასპინძლდნენ. პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა პატარებისთვის. მოგვიანებით მოზარდებმა სააქტო დარბაზში, რუსული ენის პედაგოგ ნელი ხომერიკის ხელმძღვანელობით, რუსული სიმღერებით დაამშვენეს ’Масленица’-ს დღესასწაული.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ორგანიზაცია “ეკოხედვას“ ესტუმრნენ

16 Feb 2018

2018 წლის 15 თებერვალს მე-6 ა კლასის მოსწავლეები ბუნების პედაგოგ მანანა ჟამურაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციაში "კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ეკოხედვა“, სადაც “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის ძირითადი თემა იყო ბიომრავალფეროვნება. შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე - სახალისო შემეცნებით თამაშებს. ტრენინგის ბოლოს, მოსწავლეებს გადაეცათ “ეკოხედვის“ მიერ მომზადებული და გამოცემული საბავშვო, გარემოსდაცვითი წიგნები და ჟურნალები.

პატარები ვალენტინობის დღესასწაულზე

16 Feb 2018

14 თებერვალს “ევროპულმა სკოლამ“ სიყვარულის დღე, ვალენტინობა, აღნიშნა. პირველკლასელებმა სკოლის სამზარეულოში გულის ფორმის ორცხობილები გამოაცხვეს და თანატოლებს გაუმასპინძლდნენ. ანგელოზის ფორმაში გამოწყობილმა პირველკლასელებმა სკოლის შესასვლელში სიყვარულის ისრები დაარიგეს.aA

ვიზიტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში

16 Feb 2018

13 თებერვალს ქართული პროგრამის მე-6 ბ კლასის მოსწავლეები, პედაგოგ მანანა ჟამურაშვილის თანხლებით, იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, სადაც განათლების პროექტების სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ არჩვაძემ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე:"საქართველოს ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები".

ვალენტინობის დღესასწაული

15 Feb 2018

ბევრი გაღიმებული სახე, წითელი ფერის სიჭარბე, დეკორატიული გულები, კუპიდონები, საჰაერო ბურთები, სასიყვარულო ჰანგები, ცეკვები, წყვილების კონკურსები და ბოლოს, გიორგი კეკელიძის ლექცია თემაზე: "სიყვარული და პერსონაჟები”-ამ ყველაფერმა ერთად შექმნა ვალენტინობის არაჩვეულებრივი, სადღესასაულო განწყობა ”ევროპულ სკოლაში”.