ახალი ამბები

ხელნაკეთი მანქანების კონკურსი
15 Mar 20182 აპრილს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდება კონკურსი საუკეთესო ხელნაკეთი მანქანის გამოსავლენად. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში კრეატიული და ინოვაციური ხედვის ჩამოყალიბება, ფიქრისა და ანალიზის უნარის განვითარება. მოსწავლეებმა მეორადი ნივთებისგან თავიანთი ფანტაზიით უნდა შექმნან მოძრავი მანქანა.

მთვარისა ბუსკივაძე - "ენისა და კულტურის სტიპენდიანტი"
14 Mar 2018უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მთვარისა ბუსკივაძემ მოიპოვა ავსტრიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “ ენისა და კულტურის“ სტიპენდია. მიღებული სტიპენდია პედაგოგს მისცემს საშუალებას, უცხო ენის სწავლა-სწავლების პროცესში არსებული თანამედროვე მიდგომების შესახებ, გაიაროს ორკვირიანი საკვალიფიკაციო კურსი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარებას, რაც კულტურათაშორისი დიალოგის სწორად წარმართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

STEM პროგრამის განვითარების ახალი ეტაპი “ევროპულ სკოლაში“
12 Mar 2018”ევროპული სკოლა” და კომპანია ”Future Laboratory” ერთობლივ, ინოვაციურ პროექტს იწყებენ, რომლის მიზანია სკოლა STEM (Science, Technology Engineering and Math) ფორმატის სასწავლო დაწესებულებად გადაიქცეს, შექმნას ინფრასტრუქტურა ინოვაციებისათვის, ბავშვებს გადასცეს ცოდნა და უნარები, რომელიც მათ მაღალ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს მომავალში.

პროფესიული განვითარების დღე
11 Mar 2018ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა ”ევროპული სკოლაში” პრიორიტეტული საკითხია. სკოლა სასწავლო წლის მანძილზე რამდენჯერმე აწყობს პროფესიული განვითარების დღეს, რათა დაეხმაროს მასწავლებლებს დახვეწონ სასწავლო პრაქტიკა და მუდმივად იყვნენ ინფორმირებულნი სწავლა-სწავლების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ. 9 მარტს გამართული პროფესიული განვითარების დღეც ამ მიზნებს ემსახურებოდა. მოეწყო ტრენინგები თემებეზე: პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, დაგეგმვა და შეფასება; მოსწავლეთა სარეკომენდაციო წერილის წერა; სამეწარმეო უნარების განვითარება დაწყებით საფეხურზე; ”ხანის აკადემიის” გამოყენება საკლასო სივრცეში და ა.შ. იმ პედაგოგებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ CLIL ტრენინგს ესწრებოდნენ, თავიანთი შთაბეჭდილებები და გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს. პროფესიული განვითარების დღე, როგორც ყოველთვის, პროდუქტიული იყო, ვინაიდან მასწავლებლები კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდნენე იმ საკითხებს, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეებთან მათ მუშაობაზე, გაანალიზეს სწავლა-სწავლების სფეროში დანერგილი ახალი ტექნოლოგიები, მეთოდები და რესურსები.

საჩუქარი დედებს
08 Mar 2018III ბ კლასის მოსწავლეებმა ორიგინალურად მიულოცეს დედებს 3 მარტი. ისინი წინასწარ ემზადებოდნენ ამ დღისთვის: სახელოსნოში “თიხიანი ხელები“ პატარებმა დაამზადეს თიხის გულსაბნევები და საყვავილე ქოთნები, რომლებშიც სკოლის ორანჟერაში, მებაღის დახმარებით, ჩარგეს ყვავილები და შექმნეს ულამაზესი კომპოზიციები დედებისთვის.

“ევროპული სკოლის“ გუნდი- ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი
06 Mar 2018ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ფინალისტთა შორის, საქართველოს 11 სხვა გუნდთან ერთად, “ევროპული სკოლის“ გუნდიც იმყოფება პროექტით “კრიპტო გასაღების კვანტური განაწილება“. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაიმართება 2018 წლის აპრილში, თბილისში. პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, აშშ-ში.

სტუმრად წიგნის მუზეუმში
06 Mar 20181 მარტს “ევროპული სკოლის“ დაწყებითი საფეხურის მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და წიგნის მუზეუმს. მასპინძელი მათი პედაგოგი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გახლდათ. ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, გაეცნენ მისი მუშაობის ძირითად პრინციპს. წიგნის მუზუმში მოზარდები გაეცნენ უნიკალურ ლიტერატურას. გიორგი კეკელიძემ პატარებს საკუთარი ზღაპრის წიგნი გადასცა საჩუქრად.

დედის დღე "ევროპულ ბაღში"
06 Mar 2018"ევროპულ ბაღში" დედის დღე 2 მარტს აღინიშნა. ამ დღეს დედებს ულამაზესი ბანერი დახვდათ ფოტოების გადასაღებად. პატარებმა საკუთარი ხელით მოუმზადეს დედებს სამახსოვრო ნაკეთობები, გამოუცხვეს ორცხობილები, მოუმზადეს შოკოლადის მუსი.დედის დღემ მხიარულად ჩაირა "ევროპულ ბაღში".

კლასიკური მუსიკის ფესტივალი
01 Mar 2018მოსწავლეებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, “ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიურად ტარდება კლასიკური მუსიკის ფესტივალი. წელს, 22-28 თებერვალს ჩატარებული რიგით მეოთხე ფესტივალი ბევრ საინტერესო ღონისძიებას მოიცავდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა: ვოკალისტმა ლიანა ჩივაძემ და საფორტეპიანო დუეტმა “ქრისტინა და რეჯინა“. მეორე ტურის ყველა მონაწილეს დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ჟიურის თავმჯდომარემ, ცნობილმა კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ. ნომინაციებში: განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი, განსაკუთრებული ტექნიკური შესრულება, აკადემიური შესრულება და ჟიურის სიმპათია გამარჯვებული მოსწავლეები არიან: ქართული პროგრამის VI კლასის მოსწავლე თემურ თვაური, PYP V კლასის მოსწავლე სისი, ქართული პროგრამის V კლასის მოსწავლე ნუცა მესტვირიშვილი და DP XI კლასის მოსწავლე ლუკა შატბერაშვილი.