ახალი ამბები

ჩინური ენის შესწავლის შესაძლებლობა “ევროპული სკოლის” მოსწავლეებისთვის!

30 Jan 2018

“ევროპული სკოლა“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ ჩინური ენა. ჩინური ენის მასწავლებელია იარუ გაო, რომელიც თბილისის ღია უნივერსიტეტში კონფუცის კლასს უძღვება. პედაგოგის მიზანია, მოსწავლეები დაეუფლონ ჩინური ენის საფუძვლებს, გაიუმჯობესონ სმენის, მეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები, განივითარონ ჩინურად კომუნიკაციისთვის საჭირო უნარები და დაინტერესდნენ ჩინური კულტურისა და ისტორიის შესწავლით.

"აინშტაინის სკოლა" - ახალი პლატფორმა “ევროპულ სკოლაში“

26 Jan 2018

კანტის აკადემია "ევროპულ სკოლასთან" პარტნიორობით ქმნის ახალ, უნიკალურ პლატფორმას 8-12 წლის მოსწავლეთათვის, სადაც მოზარდებს საშუალება ექნებათ, გაიფართოვონ გონებრივი შესაძლებლობები, გაიუმჯობესონ სწავლის უნარები და განივითარონ ემოციური ინტელექტი. პროგრამა ეფუძნება სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის პრაქტიკულ სწავლებებს, გუნდურ შეჯიბრებებს და შემეცნებით ვიზიტებს. ასევე იგეგმება ბონუს პროგრამა: "მშობლების ქოუჩინგი", რაც გულისხმობს ფსიქოლოგის საკონსულტაციო შეხვედრებს პროგრამის მონაწილეების მშობლებთან ბავშვთან სწორი ურთიერთობისა და სირთულეების მართვის უზრუნველსაყოფად. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ , მიმართოთ შესაბამისი პროგრამის კოორდინატორებს.

თანატოლების მხარდასაჭერად!

26 Jan 2018

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის არ არის უცხო საზოგადოების სამსახური, გარემოში არსებულ პრობლემებზე ფიქრი. ჩვენი მოზარდები აქტიურად არიან ჩართულნი საკუთარი ინიციატივით წამოწყებულ თუ მასშტაბურ, საერთაშორისო საქველმოქმედო აქციებში. დეკემბრის თვეში “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა საახალწლო ბაზრობა მოაწყვეს და საკუთარი ხელით შექმნილი ნივთების გაყიდვით შეგროვილი თანხით ბევრი სასიკეთო საქმეც გააკეთეს. ამ ჩამონათვალას დაემატა 25 იანვარს თბილისის ერთ-ერთ დღის ცენტრში სტუმრობა, სადაც სკოლის მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, სოფო ნონიკაშვილმა, სკოლის თანმშრომლებთან ერთად, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა სახელით, ზამთრის ფეხსაცმელები მიუტანა საჩუქრად თანატოლებს. გახარებულ პატარებს აღარ სურდათ მზრუნველი თანატოლის გაშვება და მათთან დარჩენას სთხოვდნენ. სამომავლოდ “ევროპული სკოლა“ კიდევ მრავალ საინტერესო ღონისძიებას დაგეგმავს დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის.

ჭადრაკში მიღწეული წარმატება

25 Jan 2018

სკოლის ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელმა, გიული ალიხანაშვილმა 2018 წელს სენიორებში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში საპრიზო ადგილი დაიკავა და მოიპოვა საგზური მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად. მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება 2018 წლის ნოემბრის თვეში.

“ევროპული სკოლის“ თანამშრომლობა თავისუფალ და აგრარული უნივერსიტეტებთან

23 Jan 2018

23 იანვარს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დეპარტამენტის ინიციატივით, “ევროპულ სკოლასა“ და აგრარულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დაწყებული თანამშრომლობა მეტად სასარგებლო იქნება ჩვენი მოსწავლეებისთვის. მათ მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ აგრარული უნივერსიტის სასწავლო პროგრამებში, კონკურსებში, განახორციელონ კვლევები უნივერსიტეტის მეცნიერების ხელმძღვანელობით, მოემზადონ საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადებისთვის ჩვენი პედაგოგების და უნივერსიტეტის თანამშრომლების ერთობლივი მეთვალყურეობით. სკოლაში სტუმრობისას აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ მე-10-11 კლასის მოსწავლეებს და ესაუბრნენ მათ უნივერსიტეტის პროგრამების შესახებ, გააცნეს მოზარდებს სკოლასთან თანმშრომლობის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ბერლინის ბრანდენბურგის საერთაშორისო სკოლაში

18 Jan 2018

2017 წლის 9 იანვარს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები: ალექსანდრე, ნინო და გვანცა გიგლემიანები, გერმანული ენის მასწავლებლის, ნინო ფალავანდიშვილის თანხლებით, ესტუმრნენ ქ. ბერლინის ბრანდერბურგის საერთაშორისო სკოლას.

CLIL პროგრამა “ევროპული სკოლის “მასწავლებლებისთვის

16 Jan 2018

8-15 იანვარს “ევროპულ სკოლაში“ პროფესიონალმა ტრენერმა სტივენ ჰინდლოუმ ჩაატარა CLIL პროგრამა-რვადღიანი ტრენინგ კურსი, რომელშიც “ევროპული სკოლის“ თხუთმეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს, საკლასო სივრცეში ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია მოახდინონ ეფექტურად და თავდაჯერებულად.

კურსდამთავრებულთა შეხვედრა

30 Dec 2017

29 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა კურსდამთავრებულთა შეხვედრა, რომელიც სახალისო, შთამბეჭდავ მოგზაურობად იქცა მოგონებების კვალდაკვალ. შეკრებამ საშუალება მისცა კურსდამთავრებულებს, შეხვედროდნენ მასწავლებლებს, მეგობრებს. მათ ის ადგილები და ამბები გაიხსენეს, რომლებიც არსდროს მიეცემა დავიწყებას. კურსდამთავრებულთა პლატფორმის ხელმძღვანელმა ირაკლი კიკორიამ კურსდამთავრებულთა საქველმოქმედო ფონდის დაარსების შესახებ სასიამოვნო სიახლე გააჟღერა და ფონდში პირველი შესატანიც გააკეთა. კურსდამთავრებულებმა თავინთი საუნივერსიტეტო გამოცდილებები გაუზიარეს დამსწრეთ; ძალიან საინტერესო საუბრების შემდეგ სახალისო თამაშებიც ითამაშეს, ცეკვებიც შეასრულეს მასწავლებლებთან ერთად. ამ ყოველივემ მეტად სასიამოვნო დატვირთვა შესძინა საღამოს, რომელზედაც ყველას მიეცა საშუალება, კარგი დრო ეტარებინა.

საახლწლო ზეიმები

29 Dec 2017

საახალწლო ზეიმები განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს, არც“ევროპული სკოლის“ მოზარდები არიან გამონაკლისნი. ბაღის აღსაზრდელები თუ მაღალი კლასის მოსწავლეები-ყველა ხალისით და ენთუზიაზმით ჩაერთო მრავაფეროვან, სახალისო ღონისძიებებში.