ახალი ამბები

4-10 დეკემბერი-ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული

07 Dec 2017

“ევროპული სკოლა” ჩაერთო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეულში. 5 დეკემბერს მეშვიდე კლასელები შეხვდნენ ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს" ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორ გიორგი ჩიტიძეს. სტუმარი სკოლის მოსწავლეებს ესუბრა ადამიანის უფლებებზე, სახელმწიფოში კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.

ამერიკული უმაღლესი სკოლის ტური საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

06 Dec 2017

21 ნოემბერს ამერიკული სკოლის მე_8 და მე_9 კლასის მოსწავლეები გიორგი ჭუმბურიძეს და ჯოზეფ ბლეიქთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მოსწავლეებს მუზეუმის გიდმა დაათვარიელებინა ისეთი განძეულობები როგორიცაა: ოქროს და ვერცხლის ძვირფასი ქვები და მონეტები. ისინი ასევე ესტუმრნენ დარბაზებს, სადაც ნათლად იყო ასახული ადამიანის განვითარება პალეოლითის და ნეოლითის ხანებში;

“ევროპული სკოლის“ გუნდი -“კომაროვის მათემატიკის ფესტივალის“ გამარჯვებული

05 Dec 2017

1-2 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში “ჩატარდა “კომაროვის მათემატიკის ფესტივალი “, რომელშიც თბილისის 24 სკოლის 38 გუნდი მონაწილეობდა. “ევროპული სკოლის“ გუნდმა ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა.

“ევროპული სკოლისა“ და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის მემორანდუმი

04 Dec 2017

4 დეკემბერს “ევროპულ სკოლასა“ და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად სკოლას გადაეცემა გეოინფორმატიკის ტექნიკური ლიტერატურა, საბაზო ციფრული რუკები; ისტ-ის პედაგოგ დავით ნოზაძეს ჩაუტარდება ინდივიდუალური, ინტენსიური ტრენინგი გის ტექნოლოგიებში; მოხდება სკოლისათვის 6-თვიანი საკონსულტაციო და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა საგაკვეთილო სივრცეში გის ტექნოლოგიების დასანერგად.

შეხვედრა ლადო აფხაზავასთან

04 Dec 2017

1 დეკემბერს მესამე კლასის მოსწავლეები შეხვდნენ საუკეთესო მასწვლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას. მან მოსწავლეებს მოუთხრო სინტერესო ისტორიები პირადი ცხოვრებიდან, უამბო, თუ რას საქმინობენ და როგორ სწავლობენ მისი აღსაზრდელები,როგორი გარემოა მათ სკოლაში.მოსწავლეებიც ინტერესით უსმენდნენ და უსვამდნენ შეკითხვებს. დასასრულს მესამეკლასელებმა სტუმართან ერთად ითამაშეს, იმღერეს და იხალისეს.

ბუნებრივი რესურსების დაზოგვა და ნარჩენების გადამუშავება “ ევროპულ სკოლაში“

04 Dec 2017

“ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიურად მოსწავლეები ერთვებიან ისტ-ის პედაგოგის დავით ნოზაძის მიერ ინიცირებულ “მწვანე კვირეულში“. წელს კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდნენ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განთლების ცენტრის წარმომადგენლებს, რომელებიც მწვანე საფარის მნიშვნელობასა და მისი დაზოგვის აუცილებლობაზე ესაუბრნენ მოსწავლეებს; პატარები ასევე შეხვდნენ პირველი ქართული ელექტრონული წიგნების შემქმნელს სანდრო ასათიანს.

შემოდგომის გაცილება

04 Dec 2017

30 ნოემბერს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა “გააცილეს შემოდგომა“. ღონისძიება გახსნეს მეოთხე კლასელებმა, მათ ბარაქიანი შემოდგომის სიუჟეტი წარმოადგინეს. მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლების დახმარებით, საკუთარი ნამუშევრებით გააფორმეს მეორე სართულის დერეფანი, “ევროპული სკოლის“ შიდა ეზოში კი მოაწყვეს თემატური “ფლეშ-მობი“.

მხიარული სტარტები

01 Dec 2017

პირველ დეკემბერს ევროპულ ბაღში ჩატარდა მხიარული სტარტები: “გავაცილოთ შემოდგომა და შევეგებოთ ზამთარს“. აქტივობაში ბაღის ყველა ჯგუფთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებლები. ბავშვები დაიყვნენ ორ ჯგუფად, რომელთაგან ერთი ნაწილი წარმოადგენდა ზამთარს, მეორე კი შემოდგომას.

MYP ასამბლეა

30 Nov 2017

30 ნოემბერს გაიმართა “ევროპული სკოლის” MYP პროგრამის რიგით მეორე ასამბლეა.  ასამბლეას უძღვებოდნენ ლუკა კაკაჩია (9 კლასი) და სესილი ჩარგეიშვილი (6 კლასი). წარდგენილ იქნა შემდეგი პროექტები: “ექვსი ნაბიჯი წარმატებისკენ“, “მოწინავე და განვითარებადი ქვეყნების სტატიკა“ .