ახალი ამბები

საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე “ევროპულ სკოლაში“
08 Dec 20178 დეკემბერს საქართველოსა და საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე “ევროპულ სკოლას“ ესტუმრნენ: საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი პასკალ მენიე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი და სხვა საპატიო სტუმრები. ჩრდილების თეატრით, ფრანგული სიმღერებით, ლექსებით, კოსტიუმირებული თეატრალური სანახაობებით გაცოცხლდა სცენაზე საქართველო-საფრანგეთის საუკუნოვანი ურთიერთობის მნიშვნელოვანი მომენტები და ის სახეები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ ურთიერთობის გაღრმავებაში.

ქართული პროგრამის ასამბლეა
07 Dec 20177 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა ქართული პროგრამის პირველი ასამბლეა - მნიშვნელოვანი ღონისძიება ინფორმაციული თუ გასართობი დატვირთვით როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებელთათვის. ასამბლეაზე მოსწავლეებმა გააშუქეს უცხოურ ენათა საინტერესო პროექტები, ასევე - ინტერდისციპლინური თემა ეგვიპტური ცივილიზაციის შესახებ.

კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
07 Dec 2017საერთაშორისო ბაკალავრიატის MYP-სა და DP-ს მოსწავლეები შეუერთდნენ გაერო-ს 16-დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. 6 დეკემბერს მოსწავლეებმა ევროპული სკოლის სააქტო დარბაზის სცენაზე აჩვენეს გენდერული ძალადობის ამსახველი მინი წარმოდგენა, მოაწყვეს ფილმის ჩვენება, რომელიც ეხებოდა გენდერული ძალადობის საკითხს და ღონისძიების დასასრულს იმღერეს გაერთინებული ერების ქალთა ორგანიზაციის მიერ შექმნილი ცნობილი სიმღერა “One Woman,“ რომლითაც გამოხატეს სოლიდარობა ქალების მიმართ.

4-10 დეკემბერი-ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული
07 Dec 2017“ევროპული სკოლა” ჩაერთო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეულში. 5 დეკემბერს მეშვიდე კლასელები შეხვდნენ ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს" ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორ გიორგი ჩიტიძეს. სტუმარი სკოლის მოსწავლეებს ესუბრა ადამიანის უფლებებზე, სახელმწიფოში კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.

ამერიკული უმაღლესი სკოლის ტური საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
06 Dec 201721 ნოემბერს ამერიკული სკოლის მე_8 და მე_9 კლასის მოსწავლეები გიორგი ჭუმბურიძეს და ჯოზეფ ბლეიქთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მოსწავლეებს მუზეუმის გიდმა დაათვარიელებინა ისეთი განძეულობები როგორიცაა: ოქროს და ვერცხლის ძვირფასი ქვები და მონეტები. ისინი ასევე ესტუმრნენ დარბაზებს, სადაც ნათლად იყო ასახული ადამიანის განვითარება პალეოლითის და ნეოლითის ხანებში;

“ევროპული სკოლის“ გუნდი -“კომაროვის მათემატიკის ფესტივალის“ გამარჯვებული
05 Dec 20171-2 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში “ჩატარდა “კომაროვის მათემატიკის ფესტივალი “, რომელშიც თბილისის 24 სკოლის 38 გუნდი მონაწილეობდა. “ევროპული სკოლის“ გუნდმა ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა.

“ევროპული სკოლისა“ და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის მემორანდუმი
04 Dec 20174 დეკემბერს “ევროპულ სკოლასა“ და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად სკოლას გადაეცემა გეოინფორმატიკის ტექნიკური ლიტერატურა, საბაზო ციფრული რუკები; ისტ-ის პედაგოგ დავით ნოზაძეს ჩაუტარდება ინდივიდუალური, ინტენსიური ტრენინგი გის ტექნოლოგიებში; მოხდება სკოლისათვის 6-თვიანი საკონსულტაციო და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა საგაკვეთილო სივრცეში გის ტექნოლოგიების დასანერგად.

შეხვედრა ლადო აფხაზავასთან
04 Dec 20171 დეკემბერს მესამე კლასის მოსწავლეები შეხვდნენ საუკეთესო მასწვლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას. მან მოსწავლეებს მოუთხრო სინტერესო ისტორიები პირადი ცხოვრებიდან, უამბო, თუ რას საქმინობენ და როგორ სწავლობენ მისი აღსაზრდელები,როგორი გარემოა მათ სკოლაში.მოსწავლეებიც ინტერესით უსმენდნენ და უსვამდნენ შეკითხვებს. დასასრულს მესამეკლასელებმა სტუმართან ერთად ითამაშეს, იმღერეს და იხალისეს.

ბუნებრივი რესურსების დაზოგვა და ნარჩენების გადამუშავება “ ევროპულ სკოლაში“
04 Dec 2017“ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიურად მოსწავლეები ერთვებიან ისტ-ის პედაგოგის დავით ნოზაძის მიერ ინიცირებულ “მწვანე კვირეულში“. წელს კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდნენ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განთლების ცენტრის წარმომადგენლებს, რომელებიც მწვანე საფარის მნიშვნელობასა და მისი დაზოგვის აუცილებლობაზე ესაუბრნენ მოსწავლეებს; პატარები ასევე შეხვდნენ პირველი ქართული ელექტრონული წიგნების შემქმნელს სანდრო ასათიანს.