ახალი ამბები

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი “ევროპულ სკოლაში“

22 Nov 2017

2017 წლის 22 ნოემბერს “ევროპულმა სკოლამ“ უმასპინძლა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს მის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ღონისძიების შესავალში, ვაჟა აზარაშვილმა მოკლედ გაგვაცნო, იუმორით გაჯერებული, თავისი მოღვაწეობის ისტორია და შემდგომ კი შეასრულა საკუთარი კომპოზიციები. აქვე, სკოლის მასწავლებლებმა მისი რამდენიმე ცნობილი სიმღერა შეასრულეს.

მეხანძრეები

22 Nov 2017

პროექტის ფარგლებში III ა კლასი ესტუმრა სახანძრო სამსახურის მუზეუმს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი და ახალი სახანძრო ტექნიკა. მონაწილეობა მიიღეს იმიტირებული ხანძრის ჩაქრობაში, მოისმინეს ინფორმაცია გმირ მეხანძრეებზე.

ანიმაციის მუზეუმი

22 Nov 2017

17 ნოემბერს, ანიმაციების სხვადასხვა გმირების ფორმებში გამოწყობილი PYP 1-ლი და მე-2 კლასები ეწვივნენ ანიმაციის მუზეუმს. სტუდენტებმა დაათვარიელეს საყვარელი სათამაშოები, კოსტიუმები, ფოტოები და უყურეს დისნეის ყოველწლიურ კარნავალს. ასევე გაეცნენ დისნეის მრავალწლიან ისტორიას.

პატარა მზარეულები

22 Nov 2017

“ევროპული სკოლის“ საბავშვო ბაღში ბავშვები ტრანსდისციპლინარული თემის “პირადი მენეჯმენტის“ ფარგლებში გაეცნენ ჯანსაღი კვების წესებს, ვიტამინებს, როგორ იზრუნონ საკუთარ თავზე და სხვ. ბავშვებმა მოირგეს მზარეულის როლი და გაამზადეს სხვადასხვა კერძები და ნამცხვრები.

თანამშრომლობის მემორანდუმი

21 Nov 2017

21 ნოემბერს “ევროპულ სკოლასა“ და “საქართველოს ეროვნულ მუზეუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. “ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და “საქართველოს ეროვნულ მუზეუმის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია ურთიერთთანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში. მემორანდუმის თანახმად, სკოლა მონაწილეობას მიიღებს მუზეუმში გამართულ საჯარო ლექცია-სემინარებსა და სამეცნიერო კონფერენციებში; მემორანდუმის მიზნების მისაღწევად მოხდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფორმაციების ორმხრივად გაცვლა, დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები, შეხვედრები და კონფერენციები.

ლექცია ჯავახიშვილის უნივერსიტეტში

21 Nov 2017

19 ნოემბერს, მიზეილ ჯავახიშვილის მემორიალურ ეროვნულ სახლმუზეუმში, ფილოლოგიიის დოქტორმა ლელა წიქარიშვილმა “ევროპული სკოლის“ მე-12 კლასის მოსწავლეებთან გამართა ლექცია: მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების “ჯაყოს ხიზნების“ მხატვრული მიმოხილვა.

GIS სისტემების დანერგვა ევროპულ სკოლაში

21 Nov 2017

3 ნოემბერს “ევროპულ სკოლას“ ეწვია გეოინფორმაციული სისტემების(GIS) სპეციალისტი პროფესორი სერგო ციმურია. ისტ დეპარტამენტის თანამშრომლებსა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად მან განიხილა გეოინფორმაციული სისტემების დანერგვის საჭიროება სკოლაში.

ექსკურსია უფლისციხეში

20 Nov 2017

PYP მე-5 კლასი ეწვია უძველეს კლდოვან ქალაქს. მათ დაათვარიელეს სხვადასხვა გამოქვაბულები, ეკლესია და გაიარეს საიდუმლო გამოქვაბულში. ექსკურსიის შემდეგ კი მოაწყვეს პიკნიკი ღია ცის ქვეშ. მოსწავლეებმა ასევე დაიმეგობრეს ძაღლი სახელად “ვანილა“.

მემორანდუმის გაფორმება "საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციასთან"

18 Nov 2017

6 წელზე მეტია, ”ევროპული სკოლის” მოსწავლეები ”საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის” მოხალსეები არიან საზოგადოების სამსახურის აქტივობებში. 17 ნოემბერს სკოლამ, თბილისის სხვა სკოლებთან ერთად, ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ”საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციასთან” სასტუმრო ”რედისონში”, რაც კიდევ უფრო გააძლირებს და გაუმჯობესებს თანამშრომლობას.