ახალი ამბები

”ისრაელის ახალგაზრდა ელჩები” ”ევროპულ სკოლაში”
22 Jun 201722 ივნისს “ევროპულ სკოლას” ”ისრაელის ახალგაზრდა ელჩები” ესტუმრნენ, სკოლის პრეზიდენტის, იცხაკ ელდანის ხელმძღვანელობით 16-17 წლის ახალგაზრდებს ორწლიანი მომზადების შემდეგ საშუალება ეძლევათ, გაემგზავრონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მასპინძელ ქვეყნებს გააცნონ ისრაელის კულტურა და იმ თვალით დაანახვონ იგი, რომლითაც თვითონ ხედავენ საკუთარ სამშობლოს. ეს ვიზიტები მათ ეხმარებათ დიპლომატიური ეთიკის, საჯარო გამოსვლის, ლიდერული თუ ჯგუფური მუშაობის უნარების დახვეწაში. ”ევროპულ სკოლაში” სტუმრობისას მათ ქართველმა თანატოლებმა უმასპინძლეს, გააცნეს საქრთველო, ქართული კულტურა და ტრადიციები. ახალგაზრდებმა თავიანთი ინტერესები და სამომავლო გეგემები ერთსაათიანი აზრთა გაცვლა-გამოცვლისას ”მრგვალი მაგიდების” ირგვლივ გაუზიარეს ერთმანეთს. ქართველმა მოსწავლეებმა, ქართული კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით, კონცერტი გამართეს თანატოლებისათვის. სტუმრებმა კი ღონისძიების ბოლოს ერთობლივი ცეკვა შესთავაზეს მასპინძლებს. ”ისრაელის ახალგაზრდა ელჩების სტუმრობა” დიდხანს ემახსოვრებათ ”ევროპული სკოლის” მოსწავლეებს. ეს ვიზიტი უთუოდ ქართველი და ებრაელი მომავლის ლიდერების ხანგძლივი ურთიერთობისა და მეგობრობის დასაბამი გახდება.

პუშკინის კლუბის მუსიკალური სპექტაკლი
20 Jun 201723 მაისს "ევროპულ სკოლაში" ჩატარდა პუშკინის კლუბის მუსიკალური სპექტაკლი "ჩექმებიანი კატა".ხელმძღვანელი, რუსული ენის პედაგოგი ნ. მიქელაძე.

TEDxIBEuropeanSchool
20 Jun 201725 მაისს “ევროპულ სკოლაში” ჩატარდა კონფერენცია TEDxIBEuropeanSchool. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც "ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და მასწავლებლები,

ბოლო ზარი 2017
20 Jun 2017დღეს "ევროპული სკოლაში“ მეთორმეტე კლასელებმა ბოლო ზარი დარეკეს. სიმბოლურად პირველი გაკვეთილი კურსდამთავრებულებს დამრიგებელმა ჩაუტარა

"ოქროს პეპელა 2017“
20 Jun 2017ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და “ევროპულ სკოლაში”. ფესტივალის პროგრამაში იყო შეხვედრები ცნობილ კინოხელოვანებთან, ასევე, ვორქშოპები და პრაქტიკული მეცადინეობები.

ახალი დარბაზის პრეზენტაცია
20 Jun 2017ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს

IB MYP შეფასების კომისიის ვიზიტი "ევროპულ სკოლაში“
15 Jun 201731 მაისიდან - 3 ივნისის ჩათვლით, “ევროპულ სკოლაში” იმყოფებოდა საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციიდან მოვლინებული კომისია, რომლის მიზანი იყო

ყურადღება!
12 Jun 2017სამშაბათს, 13 ივნისს, 14:30 საათზე"ევროპული სკოლის" London Avenue-ში გაიმართება ჟურნალის "ევროპული სკოლა - ჩვენი მომავალი" პრეზენტაცია.

"ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია
05 Jun 20172017 წლის 4 ივნისს "ევროპულმა სკოლამ“ 2016-2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები გააცილა. კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და სკოლის დამთავრება მიულოცეს "ევროპული სკოლის“ დირექტორმა ქალბატონმა ნანა მოსიძემ, "ევროპული სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის ხელმძღვანელმა, ბატონმა ვინსენტ ევანომ და "ევროპული სკოლის“ ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელმა, ბატონმა ჯოზეფ ბლეიქმა. წლევანდელ ცერემონიაზე საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიაცის. "ევროპული სკოლის“ წარჩინებული მოსწავლეებისათვის ზარაფხანაში დამზადდა სპეციალური ჯილდო სკოლის სიმბოლიკის გამოსახულებით. ასეთი ჯილდოების პირველი მფლობელები გახდნენ ქართული პროგრამის კურსდამთავრებულები: ანა ბაკურაძე, ანი გვერდწითელი, ანნა ფანჯაკიძე და სალომე ჯოხაძე, საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის კურსდამთავრებულები: მარიამ გობიანიძე და ქეთევან ყამარაული, ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებული ეკატერინე ბაქრაძე. "ევროპულ სკოლის“ კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ ქალაქ თბილისის მერი, ბატონი დავით ნარმანია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი კვესიტაძე. საპატიო სტუმრებმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და გადასცეს სკოლის დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატები. სტუმრებს მიესალმა და კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა "ევროპული სკოლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა გელა ბეჟუაშვილმა. ქართული პროგრამის კურსდამთავრებულმა, სალომე ჯოხაძემ, სადიპლომო პროგრამის სტუდენტმა, მარიამ გობიანიძემ და ამერიკული პროგრამის სტუდენტმა, ეკატერინე ბაქრაძემ, სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. ისინი დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას.