ახალი ამბები

ყურადღება!
04 Jun 20172017 წლის 10-12 მაისს თურქეთის მხარდაჭერით ქალაქ კონიაში ჩატარდა ყველწლიური, რიგით მე-11 საერთაშორისო ჩემპიონატი რობოტიქსში. ჩემპიონატში საკუთარი რობოტებით მონაწლეობდა "ევროპულის სკოლის“ 3 მოსწავლე: MYP-ის მე-7 კლასის მოსწავლე, ედუარდ თეოდორ იაკობი, მე-6-ბ კლასის მოსწავლე, ზაალ ჭუმბურიძე და მე-7-ბ კლასის მოსწავლე ომარ შეყილაძე. მოსწავლეებს მენტორობას სკოლის რობოტიქსის პედაგოგი, გიორგი უსანეთაშვილი და ისტ-ის პედაგოგი, დავით ნოზაძე უწევდნენ. მოსწავლეებმა მონაწილეობა სამ კატეგორიაში მიიღეს: ,,მინი სუმო“ რობოტის შეჯიბრი, ,,Line Follower“ შეჯიბრი და თავისუფალი კატაეგორია. ჩემპიონატზე ყველაზე დიდი წარმატება დაიმსახურა ზაალ ჭუმბურიძის რობოტმა ”დამლაგებელი”. თურქეთის ტელევიით გაშუქდა ინფორმაცია ”დამლაგებელი” რობოტის შესახებ, აღინიშნა ავტორის ინოვაციური მიდგომა. თავისუფალ კატეგორიაში შეირჩა 80 ფინალისტი. "ევროპული სკოლის“ გუნდმა 26-ე ადგილი დაიმსახურა. მოსწავლეებისთვის ეს დიდი გამოწვევა იყო. ისინი უკვე მუშაობენ ახალ პროექტებზე და იმედი აქვთ, რომ მომავალი ჩემპიონატები კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

IB MYP შეფასების კომისიის ვიზიტი "ევროპულ სკოლაში“
03 Jun 201731 მაისიდან - 3 ივნისის ჩათვლით, “ევროპულ სკოლაში” იმყოფებოდა საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციიდან მოვლინებული კომისია, რომლის მიზანი იყო “ ევროპული სკოლის” MYP პროგრამის შეფასება. კომისიას ხელმძღვანელობდა აფრიკის, ევროპისა და შუა აზიის MYP სკოლების სერვისების მენეჯერი, ქალბატონი მარგარეტ ჰარისი. ვიზიტის ფარგლებში დეტალურად შემოწმდა სასწავლო პროცესები, სასწავლო გეგმები, გაანალიზდა არსებული სასწავლო პრაქტიკა, დაესწრნენ გაკვეთილებს, შედგა შეხვედრები სკოლის თანამშრომელთა თითოეულ რგოლთან. ვიზიტი დასრულდა რეგიონალური ვორქშოფით, რომელშიც "ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობდნენ ერევნის IB სკოლისა და ”ნიუ სქულის” ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები. ვორქშოფმა, რომელზეც განიხილეს შემდეგი საკითხები : ა) შეფასება MYP პროგრამაში; ბ) საზოგადოების სამსახური; გ) ინტერდისციპლინური სწავლა/სწავლება - დადებითი გამოძახილი ჰპოვა ყოველი მონაწილის მხრიდან, აღინიშნა რა მისი პრაქტიკულო მნიშვნელობა. ეს კი უდაოდ მაღალკვალიფიციური ვორქშოფ-ლიდერის, ქალბატონ მარგარეტ ჰარისის დამსახურება იყო.

"ოქროს პეპელა 2017“
03 Jun 2017საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა - 2017“ 4 დღის მანძილზე 29 მაისიდან - 1 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და “ევროპულ სკოლაში”. ფესტივალის პროგრამაში იყო შეხვედრები ცნობილ კინოხელოვანებთან, ასევე, ვორქშოპები და პრაქტიკული მეცადინეობები. ფესტივალის მონაწილეები 29 მაისს გაეცნენ ხმოვანი კინოს დაბადებისა და განვითარების ისტორიას (ვორქშოპი - კინომცოდნე ზვიად დოლიძე), კინოდოკუმენტურ მასალას ქართული მხატვრულ ფილმ "ქეთო და კოტეს“ შესახებ (პრეზენტატორი - კინოდოკუმეტალისტი გიორგი კაკაბაძე). ბავშვებმა კინოს ისტორიის მუზეუმში დაათვალიერეს "ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით 1936 წელს გადაღებული მხატვრულ ფილმ "ქაჯეთის“ არქივში არსებული 2 ნაწილი (პრეზენტატორი - საბავშვო კინოს მეთოდისტი - ლალი გორგასლიძე). 30 მაისს გაიმართა შეხვედრა კომპოზიტორ კახა ცაბაძესთან, ჩატარდა ვორქშოპები საოპერატორო ხელოვნებასა (პრეზენტატოპი - გიორგი მოდებაძე) და სასცენარო პრინციპების უნარებში (პრეზენტატორი - გიგი ჯანაშია). 31 მაისს გაიმართა ანიმაციური ფილმების პრეზენტაცია "ევროპულ სკოლაში“, 31 მაისსვე ჩატარდა კინოექსპედიცია ლისის ტბაზე. 1 ივნისს ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

ევროპული სკოლა Microsoft-ის პარტნიორი გახდა
02 Jun 2017"ევროპული სკოლა“ Microsoft-ის პარტნიორი გახდა, რითაც მსოფლიოს ლიდერი კომპანიის უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ღრუბლოვან (cloud) სერვისებსა და შესაბამის სამომხმარებლო წვდომის უფლებას იღებს. თავად ამერიკული კორპორაცია "ევროპულ სკოლას“ ახალი, ინოვაციური და მსოფლიო მასშტაბის პროექტების პლატფორმად განიხილავს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა განვითარებას ტექნოლოგიური მეცნიერების სფეროში, ასევე უზრუნველყოფს ონლაინ და დისტანციური სწავლების მეთოდების დანერგვას. "ევროპული სკოლა“ პირველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც Microsoft-თან ამ მასშტაბის პირდაპირ თანამშრომლობას იწყებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა იმისა, რომ სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება მოხდება, ამ შეთანხმების ფარგლებში Microsoft-ის ლიცენზირებულ პროგრამებზე წვდომის უფლება ,,ევროპული სკოლის“ პედაგოგებს და მოსწავლეებს თავიანთ პირად და საოჯახო კომპიუტერებზეც ექნებათ.

ყურადღება!
01 Jun 201723 მაისს "ევროპულ სკოლაში" ჩატარდა პუშკინის კლუბის მუსიკალური სპექტაკლი "ჩექმებიანი კატა". ხელმძღვანელი, რუსული ენის პედაგოგი ნ. მიქელაძე.

TEDxIBEuropeanSchool
30 May 2017TEDxIBEuropeanSchoolx=independently organized TED event 25 მაისს “ევროპულ სკოლაში” ჩატარდა კონფერენცია TEDxIBEuropeanSchool. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც "ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე რუსთავის 24-ე სკოლის, სკოლა 21-ე საუკუნისა და ბაქსვუდის სკოლის წარმომადგენლები. 9 სპიკერმა, "ევროპული სკოლის“ 8 მოსწავლემ: ტაჰირა ვალიევამ, ელენე ცხადაძემ, სანდრო ლომაძე-გაბიანმა, გიორგი მაჭარაშვილმა, ალი ალსაიდმა, გიორგი მანჯგალაძემ, ლიზა სააკაძემ, სტეფანია პიროშკამ და მოწვეულმა სტუმარმა, ცნობილმა მუსიკოსმა, დავით ალადაშვილმა, მსენელებს საინტერესო და მრავალფეროვანი თემები შესთავაზეს. აქ მოისმენდით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის, მოტივაციის ამაღლების, დროის სწორად მართვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ზომიერად დაცვისა და ადრეულ ასაკში საკუთარი თავის აღმოჩენის შესახებ რჩევებს, ემოციურ გამოსვლას ომთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, გაეცნობოდით ფანტასტიკის ჟანრის მწერლების უნარს, თავიანთი ფანტაზიის ნაყოფი მეცნიერთათვის შთაგონების წყაროდ აქციონ და ბოლოს ყველაზე ნორჩ გამომსვლელთან ერთად დისნეის სამყაროშიც იმოგზაურებდით.

ბოლო ზარი 2017
30 May 2017დღეს "ევროპული სკოლაში“ მეთორმეტე კლასელებმა ბოლო ზარი დარეკეს. სიმბოლურად პირველი გაკვეთილი კურსდამთავრებულებს დამრიგებელმა ჩაუტარა. შემდეგ კი დაიწყო მხიარულება. ტრადიციისამებრ, მეთორმეტე კლასელებმა სკოლის ეზოში ხე დარგეს, რომელზეც ოქროს ასოებით ბრწყინავდა - "კურსამთავრებულები 2017“. ყველაზე პატარებმა და 6ბ კლასის მოსწავლეებმა ცეკვით გააცილეს ისინი. იყო სიხარულის ცრემლები და დამშვიდობება. "ევროპული სკოლის“ დირექტორმა, ქალბატონმა ნანა მოსიძეს გზა დაულოცა კურსდამთავრებულებს.

TEDxIBEuropeanSchool
25 May 2017TEDxIBEuropeanSchool x=independently organized TED event "ევროპული სკოლის“ ყოველწლიური კონფერენცია TEDxIBEuropeanSchool გაიმართება 2017 წლის 25 მაისს. TEDxIBEuropeanSchool არის დამოუკიდებლად ორგანიზებული ლიცენზირებული ღონისძიება, რომლის მიზანია მოსწავლეებს მისცეს საშუალება თავიანთი ორიგინალური იდეები სხვადასხვა თემატიკის შესახებ გაუზიარონ ფართო აუდიტორიას. წლევანდელი ღონისძიების თემაა: " ბარიერების გადალახვა“. დამსწრეები მოისმენენ "ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა 8 გამოსვლას, მოწვეული სპიკერი იქნება ახალგაზრდა, ცნობილი პიანისტი, დავით ალადაშვილი, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს ღონისძიებას თვისი სათქმელითა და საფორტეპიანო შესრულებით. განრიგი რეგისტრაცია 14.30 -15.00 პირველი სესია 15.00 -16.30 TEDx შესავალი ვიდეო;TED სპიკერის ჯული ლითკოტ-ჰაიმსის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი - "როგორ აღვზარდოთ წარმატებული ბავშვები ზედმეტი ზრუნვის გარეშე“;ტაჰირა ვალიევა - "დროის მართვა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა“; ელენე ცხადაძე - "არის კი ჯანსაღი საკვები ყოველთვის სასარგებლო?“; სანდრო ლომაძე - გაბიანი – "ჰაერის დაბინძურება და საქართველოში ამ პრობლემების გადაჭრის გზები“; გიორგი მაჭარაშვილი - "ფანტაზია“; დავით ალადაშვილი - " აღმოაჩინე შენი თავი ადრეულ ასაკში“. შესვენება 16.30 -16.45 მეორე სესია 16.45 -18.00 8. TED სპიკერის ეშტონ კოფერის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი - "ახალგაზრდა გამომგონებლის გეგმა, როგორ გადამუშავდეს პოლისტირენი“; 9. ალი ალსაიდი - " მშვიდობისკენ სავალი გზა“; 10. გიორგი მანჯგალაძე - "იყავი მოტივირებული!“; 11. ლიზა სააკაძე - "ბავშვები და დისნეი“; 12. სტეფანია პიროშკა - " შენ შეგწევს ძალა!“.