ახალი ამბები

ქართული ენის კვირეული "ევროპულ სკოლაში“
13 Apr 2017ლურჯი აპრილი, ქართული სიტყვით აყვავებული ნატვრის ხე. დღე პირველი - სულმნათი შოთა ეგებება "ევროპული სკოლის“ ბავშვებს და ... მოგზაურობა იწყება. ძველი ხელნაწერების გამოფენა იმ ეპოქაში გვაბრუნებს, რომელიც გვასწავლის: "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. ძნელია შეაღო ის კარი, რომელიც შოთას ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებს. "ევროპული სკოლის“ მე-8 კლასელებმა კი ეს შეძლეს. მათი ხედვა რომ ძალიან ორიგინალური და თანამედროვეა, ამაში მაშინ დავრწმუნდით, როცა ჩრდილების საშუალებით გააცოცხლეს "ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდები.

"ევროპული სკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული
31 Mar 2017"შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და... გალაკტიონი“ "ევროპული სკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული 3 აპრილი - 7 აპრილი

ყურადღება!
30 Mar 20172017 წლის 27-30 მარტს "ევროპულ სკოლაში“ კლასიკური მუსიკის III ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა, რომელიც სკოლის დაარსებიდან 10 წლისთავს მიეძღვნა. ფესტივალი საკმაო პოპულარობით სარგებლობს და მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

ყურადღება!
27 Mar 2017MYP-ის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებში მიღებული ცოდნა სხვა თანატოლებისთვის გაეზიარებინათ. მათ ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვი,ოჯახი, საზოგადოება“ აირჩიეს. "ევროპული სკოლის“ MYP-ის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა ორგანიზაციის "ბავშვი,ოჯახი, საზოგადოება“ ბენეფიციარებისათვის ჩაატარეს საინტერესო და სახალისო ცდები. ბენეფიციარებმა "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს რამდენიმე მუსიკალური ნომერი წარუდგინეს. ბავშვებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს. მასპინძლებმა "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს საზოგადოების ბაზაზე შექმნილ სოციალურ საწარმო "ხარატულაში“ ბენეფიციართა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები გადასცეს. მეექვსეკლასელებმა კი ისინი "ევროპული სკოლის“ კედლის კალენდრებით დაასაჩუქრეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. შეხვედრა მეტად საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა.

ვულოცავთ!
23 Mar 2017ICT მასწავლებლის მაქსიმ იავიჩისა და X MYP კლასის მოსწავლის მიხელ ბარანოვის სამეცნიერო სტატია: "ონლაინ სწავლების სიმულაციის დადებითი ზეგავლენა საგანმანათლებლო პროცესზე" დაიბეჭდა იმფაქტ ფაქტორიან ჟურნალში - "თანამედროვე სამეცნიერო კვლევები და ინოვაციები".

“ევროპული სკოლის” ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კათედრის კვირეული
17 Mar 2017"ვსწავლობთ და ვასწავლით XXI საუკუნეში““ევროპული სკოლის” ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კათედრის კვირეული20 მარტი - 24 მარტი

ვულოცავთ!
15 Mar 20172017 წლის 26 მარტს კავკასიის უნივერსიტეტში XI-XII კლასების მოსწავლეთათვის ჩატარდა ლოგიკური თამაშების ლიგა. კონკურსში მონაწილე 116 გუნდს შორის მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა "ევროპული სკოლის“ XIა კლასის გუნდმა "აქსიომა“: გიორგი ლელუაშვილის, ნუგზარ მამალაძისა და ილია გოგიჩაიშვილის შემადგენლობით. თითოეულს გადაეცა კავკასიის უნივერსიტეტის 2 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი. ჩვენმა მოსწავლეებმა, 2018 სასწავლო წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში, უკვე შეძლეს საკუთარი ცოდნით სწავლის დაფინანსება. ვულოცავთ გიორგის, ნუგზარსა და ილიას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ აბიტურიენტობიდან სტუდენტობამდე რთული გზის წარმატებით გავლას.

ინგლისური ენის კონკურსი თინეიჯერებისთვის
01 Mar 201713-15 ან 16-18 წლამდე ასაკის ხართ? ბრიტანეთის საბჭო გაძლევთ საშუალებას ჩააბაროთ ინგლისური ენის კომპიუტერული ტესტი - Aptis და მიიღოთ სერთიფიკატი რომლის საშუალებითაც: • დაადგენთ თქვენი ინგლისური ენის ცოდნის დონეს კითხვის, წერის და მოსმენის უნარებში; თქვენთვის საინტერესო იქნება იცოდეთ, რომ გრამატიკისა და ლექსიკის შეფასებასთან ერთად შეფასდება ინგლისური ენის უნარები (კითხვა, წერა და მოსმენა) ცალ-ცალკე. ტესტის შედეგები მოცემული იქნება როგორც ქულებში (0-50 ქულამდე), ასევე ვერბალურად, უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) შესაბამისი დონის მითითებით (A1, A2, B1, B2, C). • განსაზღვრავთ თქვენს მზაობას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად; • განსაზღვრავთ თქვენს მზაობას ინგლისური ენის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად; • განსაზღვრავთ თქვენს მზაობას უმაღლესი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად (FCE, CAE, IELTS, TOEFL); • განსაზღვრავთ ენის რომელი უნარის (კითხვა, წერა, მოსმენა) გაუმჯობესება გესაჭიროებათ სასურველი შედეგის მისაღწევად.

კონკურსი "ნიჭიერი“ “ევროპულ სკოლაში”
01 Mar 201724-28 თებერვალს "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა კონკურსი "ნიჭიერი“. სკოლის დირექტორის ბრძანებით ჩამოყალიბდა კონკურსის დებულება, საორგანიზაციო ჯგუფი და ჟიური შემდეგი შემადგენლობით: 1. ლევან წულაძე - თბილისის კ.მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (ჟიურის თავმჯდომარე); 2. დავით გომართელი - პოპულარული მომღერალი; 3. ეკატერინე ბაქრაძე - "ევროპული სკოლის“ AHS XII კლასის მოსწავლე, "ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე; 4. მარიამ გობიანიძე - "ევროპული სკოლის“ IB პროგრამის XII კლასის მოსწავლე, "ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე; 5. დიმიტრი გოზალიშვილი - "ევროპული სკოლის“ V ა კლასის მოსწავლე, 2016 წლის კონკურს "ნიჭიერის“ ნახევარფინალური ტურის მონაწილე; 6. ალექსანდრე ყარალაშვილი - "ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებული, "კავკასიის უნივერსიტეტის“ II კურსის სტუდენტი, 2013 წლის კონკურს "ნიჭიერის“ ნახევარფინალური ტურის მონაწილე. 15 თებერვალს ჩატარდა კონკურსის შესარჩევი მოსმენა. მოსმენაზე წარმოდგენილი იყო 27 ნომერი. მათგან 16 - გადავიდა პირველ ტურში.