ახალი ამბები

მოსწავლეთა 70-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენცია

26 Apr 2016

2016 წლის 23 აპრილს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა მოსწავლეთა 70-ე  სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობდნენ VIII-XII კლასების მოსწავლეები და რომლის მიზანი  იყო  მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევის, ანალიტიკური უნარის გამოვლენა,  საკუთარი ნააზრევის წარმოჩენა. კონფერენციის მუშაობაში   "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, ტრადიციისამებრ,  აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. მათ  თავიანთი ნაშრომები წარადგინეს: ქართული ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებში, ისტორიასა კინო-ფოტოხელოვნების სექციაში. 

თვითმმართველობის დღე 2016

23 Apr 2016

ამა წლის 22 აპრილს "ევროპულ სკოლაში“ ტრადიციისამებრ ჩატარდა თვითმმართველობის დღე. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსწავლეთათვის, რადგან ისინი ერთი დღით ინიშნებიან წამყვან თანამდებობებზე და დამოუკიდებლად წარმართავენ სასწავლო პროცესს. ამ დღისთვის სპეციალურად ემზადება სკოლის დირექცია, ამიტომ თვითმმართველობის დღე ყოველთვის სავსეა სიურპრიზებით.

გილოცავთ!

20 Apr 2016

2016 წლის 19 აპრილს სკოლის სტადიონზე გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში "ევროპული სკოლისა“ და "ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა  XXI საუკუნის”  ნაკრებ გუნდებს შორის.   "ევროპული სკოლის“ გუნდი შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობით მონაწილეობდა: რალი ბულესი ზომბოვ (MYP X);თემურ იორდანიშვილი (VII ა);ანდრია კარბელაშვილი (AHS IX);ზურაბ კაციტაძე (AHS IX);ნარიმან მამმადოვ (MYP X);აზამატ რახმონ-ზოდა (MYP X);ნიკოლოზ სამუშია (MYP X);საბა შარანგია ((AHS IX);ადრიან ჩეშკოვსკი (MYP X);ლუკა წურწუმია (AHS IX);სანდრო ჯანაშია (AHS IX).   მატჩი დასრულდა ჩვენი სკოლის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 6:1.   ორივე გუნდის საუკეთესო მოთამაშეები "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაციამ დააჯილდოვა სპეციალური პრიზებით. საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ:   ნიკოლოზ სამუშია ("ევროპული სკოლა“) და ჯაბა ოდიშარია ("ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა  XXI საუკუნე”).   "ევროპული სკოლის“ ფეხბურთის კლუბი 

ყურადღება!

18 Apr 2016

2016 წლის 19 აპრილს, სამშაბათს,14.30 სთ.-ზე სკოლის სტადიონზე გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში "ევროპული სკოლისა“ და "ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა  XXI საუკუნის”  ნაკრებ გუნდებს შორის. გთხოვთ, მობრძანდეთ! "ევროპული სკოლის“ ფეხბურთის კლუბი

ყურადღება!

18 Apr 2016

20 აპრილს, ოთხშაბათს, 14:30 სთ.-ზე  პუშკინის სკოლა გეპატიჟებათ სააქტო დარბაზში სპექტაკლზე «Цветик-семицветик».ხელმძღვანელი ნელი ხომერიკი

ბიოლოგიის კათედრის ღია კვირეული

15 Apr 2016

ბიოლოგიის კათედრისღია კვირეული18 – 21 აპრილი 

წყლის საერთაშორისო დღე

13 Apr 2016

1 აპრილს "ევროპულ სკოლაში" ჩატარდა წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოეწყო შემეცნებითი ფილმის ("წყლის ცირკულაცია") პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ 6ბ კლასის მოსწავლეები. პედაგოგები - სოფო ბაზაძე, ნანა ცანავა.