ახალი ამბები

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა - კონკურსის "მოდის ახალი წელი“ შესახებ
20 Oct 2015"ევროპული სკოლა“ აცხადებს მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა კონკურსს საახალწლო თემატიკაზე. ნამუშევრების მიღება შესაძლებელია 2015 წლის 24 ნოემბრამდე ხელოვნების კაბინეტში (ოთახი N4-8). ნამუშევრები გამოიფინება 25 ნოემბრიდან სკოლის ფოიეში. მათ შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის გადაწყვეტილებით საუკეთესო ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით, ხოლო საუკეთესო ნამუშევრებით დაიბეჭდება "ევროპული სკოლის“ საახალწლო მისალოცი ბარათები."ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ივერი ჭელიძის სახელობის ფეხბურთის ჩემპიონატი
13 Oct 2015ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, 15:30 საათზე "ევროპულ სკოლაში“ ტარდება ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალი. ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ფინალში ერთმანეთს ხვდებიან:I კატეგორია - V PYP – VI MYPII კატეგორია - IX MYP – IX AHSIII კატეგორია - X MYP - XI

აქცია "წითელ ჯვართან“ ერთად
09 Oct 20151 ოქტომბერს მოხუცთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "ევროპულ სკოლაში“ წითელ ჯვართან ერთად მოეწყო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხით "ევროპული სკოლის“ მოსწავლეები დაეხმარნენ ვარკეთილში მდებარე მოხუცთა სახლს.

შეჯიბრი კალათბურთში
09 Oct 20157 ოქტომბერს "ევროპული სკოლის“ განახლებული კალათბურთის დარბაზის გახსნასთან დაკავშირებით შედგა თამაში 64-ე სკოლის ნაკრებსა და "ევროპული სკოლის“ ნაკრებს შორის. თამაში "ევროპული სკოლის“ ნაკრების გამარჯვებით დამთავრდა ანგარიშით: 108:48.

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი
08 Oct 2015“ევროპულმა სკოლამ“ მონაწილეობა მიიღო პროექტში "მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი", რომელიც გაეროს ეგიდით ტარდება და პარალელურად მიმდინარეობდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ათეულ ათას სკოლაში. გაკვეთილი ჩაატარეს გეორაფიისა და ინგლისურის პედაგოგებმა: ალექსანდრე გიორგიძემ და ნანა ცანავამ 8 ა კლასისმოსწავლეებთან. კენ რობინსონის ინიცირებული და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტი გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას ემსახურება. "მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ (The World’s Largest Lesson) – ასე ეწოდა ზემოაღნიშნულ გაკვეთილს. ის ტარდება ერთდროულად კონკრეტულ დღეებში მსოფლიოს უამრავი ქვეყნის სხვადასხვა სკოლაში. გაკვეთილს ესწრებოდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი ქალბატონი ნონა პოპიაშვილი. გაკვეთილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ის აიტვირთება სპეციალურ ვებ გვერდზე.

ყურადღება!
05 Oct 2015"ევროპული სკოლა“ გთავაზობთ AP კურსებს სხვადასხვა საგანში. Advanced Placement (AP) – წარმოადგენს უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის მოსამზადებელ ერთ–ერთ პროგრამას, რომელიც გამიზნულია მაღალი კლასების მოსწავლეთათვის. Advanced Placement შემუშავებულ იქნა "უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს“ (the College Board) მიერ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ.

ყურადღება!
05 Oct 2015“ევროპული სკოლის” ტრენინგ ცენტრი ამერიკის ან ევროპის ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების ყველა მსურველს გთავაზობთ SAT-ის მოსამზადებელ კურსს მათემატიკასა და ვერბალურ ნაწილში.