ახალი ამბები

ყურადღება!

18 Nov 2015

26 ნოემბერს "ევროპულ სკოლაში" ტარდება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა უფროსკლასელთათვის.  Canadian Mathematics Contest - University of Waterloo.  ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს სკოლა თავად აცნობებს დეტალურ ინფორმაციას."ევროპული სკოლის" მათემატიკის კათედრა

ყურადღება!

17 Nov 2015

"ევროპული სკოლა“ აცხადებს საშემოდგომო არდადეგებს 19 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით.

ვულოცავთ გამარჯვებას!

17 Nov 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ა.წ. 15 ნოემბერს საქართველოს ძიუდოს დარბაზში ჩაატარა საერთაშორისო ტურნირი კარატეში სკოლებს შორის. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის 450 სასკოლო ასაკის კარატისტმა.   ტურნირში გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა "ევროპული სკოლის“ AHS VIII კლასის მოსწავლემ, კარატეს კლუბის წევრმა,  ანა დარჩიაშვილმა (მწვრთნელი გრიგოლ დარჩიაშვილი). ამ გამარჯვებით ანა გახდა საქართველოს ნაკრების წევრი და მიიღო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება. "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია 

ვულოცავთ!

16 Nov 2015

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ  ჭადრაკის სასახლეში ჩაატარა საკვალიფიკაციო ტურნირი თანრიგების მოსაპოვებლად. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა.   ვულოცავთ ჩვენი სკოლის V ა კლასის მოსწავლეს, სკოლის ჭადრაკის კლუბის წევრს გიგი კაკალაშვილს და მის მწვრთნელს გიული ალიხანაშვილს ტურნირში გამარჯვებას ( V თანრიგი). "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ყურადღება!

16 Nov 2015

"ევროპული სკოლა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პარიზში მშვიდობიან მოქალაქეთა დაღუპვის გამო, გმობს ძალადობის ყოველგვარ გამოვლენას და თანადგომას უცხადებს ფრანგ ხალხს.   დღეს  "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა სამგლოვიარო მიტინგი, რომელიც დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.

ყურადღება!

13 Nov 2015

პირველად საქართველოსა და კავკასიაში მეცნიერებისა და ინოვაციების  კვირეული გაიხსნა.   2015 წლის 10-17 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მონაწილეობს  მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულში, რომელსაც ექსპო-ჯორჯიას მესამე პავილიონი მასპინძლობს. გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს განათლების სამინისტრო. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე  საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება. გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება        ექნება       ნახოს, როგორი იქნება         საქართველოში          პირველი ტექნოლოგიური პარკი და რა სერვისებს         შესთავაზებს    ის ინოვატორებს.   14 ნოემბერს სპეციალურად ბავშვებისთვის მომზადდება მიკროელექტრონიკისა და პროგრამირების კუთხე. აქ შესაძლებლობა გექნებათ ისტრუქტორის დახმარებით პირველადი ცოდნა მიიღოთ მიკროელექტრონიკისა და რობოტოტექნიკის მიმართულებით.   კვირეულის ჩატარების თარიღი სიმბოლურია. იგი  10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება.   მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ გამოფენაზე შაბათს, 14 ნოემბერს, 12:00  საათზე.  მის.: წერეთლის გამზირი 118,  ექსპო-ჯორჯია, III პავილონი.

"ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ამერიკაში

10 Nov 2015

პროგრამის სახელი: National Model United Nationsადგილი: Washington, D.C.დრო: 30 ოქტომბერი - 1 ნოემბერიმონაწილეობდნენ: ეკატერინე ბაქრაძე, ელენე ქავთარაძე, ნიკოლოზ გოზალიშვილი.  პროგრამა "გაეროს მოდელირება“  მსოფლიოს მასშტაბით 1000-მდე დელეგატს აერთიანებს. საქართველოს დელეგაცია შეირჩა კონკურსის შედეგად და გადანაწილდა სხვადასხვა კომიტეტში. კატო ბაქრაძე  და ნიკა გოზალიშვილი წარმოადგენდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას და მათ ინტერესებს, ხოლო ელენე  ქავთარაძე მათ შემოუერთდა  ამერიკის პენსილვანიის შტატის იმ სკოლიდან, რომელთანაც გაცვლით პროგრამას ვახორციელებთ. ის  მალდივის რესპუბლიკას წარმოადგენდა. მათი კომიტეტის თემა იყო ბუნებრივი სტიქიების შედეგად მიყენებული ზარალის შემცირება. კატომ და ნიკამ იმუშავეს სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად და შეიმუშავეს კომუნიკე, რომელიც საბოლოო განხილვის შემდეგ რეზოლუციად იქცა.

ვულოცავთ!

09 Nov 2015

"ევროპული სკოლა" ულოცავს ქალბატონ ნინო ფალავანდიშვილს საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად არჩევას და უსურვებს წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.