ახალი ამბები

ყურადღება!

13 Nov 2015

პირველად საქართველოსა და კავკასიაში მეცნიერებისა და ინოვაციების  კვირეული გაიხსნა.   2015 წლის 10-17 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მონაწილეობს  მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულში, რომელსაც ექსპო-ჯორჯიას მესამე პავილიონი მასპინძლობს. გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს განათლების სამინისტრო. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე  საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება. გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება        ექნება       ნახოს, როგორი იქნება         საქართველოში          პირველი ტექნოლოგიური პარკი და რა სერვისებს         შესთავაზებს    ის ინოვატორებს.   14 ნოემბერს სპეციალურად ბავშვებისთვის მომზადდება მიკროელექტრონიკისა და პროგრამირების კუთხე. აქ შესაძლებლობა გექნებათ ისტრუქტორის დახმარებით პირველადი ცოდნა მიიღოთ მიკროელექტრონიკისა და რობოტოტექნიკის მიმართულებით.   კვირეულის ჩატარების თარიღი სიმბოლურია. იგი  10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება.   მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ გამოფენაზე შაბათს, 14 ნოემბერს, 12:00  საათზე.  მის.: წერეთლის გამზირი 118,  ექსპო-ჯორჯია, III პავილონი.

"ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ამერიკაში

10 Nov 2015

პროგრამის სახელი: National Model United Nationsადგილი: Washington, D.C.დრო: 30 ოქტომბერი - 1 ნოემბერიმონაწილეობდნენ: ეკატერინე ბაქრაძე, ელენე ქავთარაძე, ნიკოლოზ გოზალიშვილი.  პროგრამა "გაეროს მოდელირება“  მსოფლიოს მასშტაბით 1000-მდე დელეგატს აერთიანებს. საქართველოს დელეგაცია შეირჩა კონკურსის შედეგად და გადანაწილდა სხვადასხვა კომიტეტში. კატო ბაქრაძე  და ნიკა გოზალიშვილი წარმოადგენდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას და მათ ინტერესებს, ხოლო ელენე  ქავთარაძე მათ შემოუერთდა  ამერიკის პენსილვანიის შტატის იმ სკოლიდან, რომელთანაც გაცვლით პროგრამას ვახორციელებთ. ის  მალდივის რესპუბლიკას წარმოადგენდა. მათი კომიტეტის თემა იყო ბუნებრივი სტიქიების შედეგად მიყენებული ზარალის შემცირება. კატომ და ნიკამ იმუშავეს სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად და შეიმუშავეს კომუნიკე, რომელიც საბოლოო განხილვის შემდეგ რეზოლუციად იქცა.

ვულოცავთ!

09 Nov 2015

"ევროპული სკოლა" ულოცავს ქალბატონ ნინო ფალავანდიშვილს საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად არჩევას და უსურვებს წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს ვიზიტი ევროპულ სკოლაში

06 Nov 2015

2015 წლის 5 ნოემბერს ევროპულ სკოლას ეწვია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ. მასთან ერთად იმყოფებოდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე.

საფეხბურთო ტურნირი "ევროპული სკოლის“ თანამშრომლებს შორის

06 Nov 2015

5 ნოემბერს, ხუთშაბათს, 16:30 საათზე "ევროპულ სკოლაში“ შედგა ფეხბურთის ტურნირის ფინალი სკოლის თანამშრომლებს შორის.   ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ:   AHS პროგრამის გუნდი - "ევროპული ბაღი“   დაძაბული და საინტერესო თამაშის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი:   I ადგილი   - AHS პროგრამის გუნდი   II ადგილი  - "ევროპული ბაღი“   საუკეთესო მოთამაშეებსა  გადაეცათ  საჩუქრები:   საუკეთესო ბომბარდირი - თორნიკე ბობოხიძე (ევროპული სკოლის დაცვა);   საუკეთესო მოთამაშე - ბესო ჩიქვინიძე  (AHS პროგრამის მათემატიკის მასწავლებელი);   საუკეთესო მოთამაშე (ქალი) - ლალი ინასარიძე (ტექნიკური პერსონალი);   საუკეთესო მეკარე  - ანა დოსოუდილოვა (AHS პროგრამის CAS კოორდინატორი). 

შეჯიბრი კალათბურთში

05 Nov 2015

  5 ნოემბერს "ევროპულ სკოლაში“ იწყება კალათბურთის ტურნირი. შეჯიბრი ტარდება ორ ასაკობრივ კატეგორიაში:   I კატეგორია  - VII-VIII კლასები   II კატეგორია - IX-XII კლასები   ტურნირის გრაფიკი იხილეთ ვრცლად. 

ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?“

05 Nov 2015

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?“. მონაწილეობდნენ VIII, IX და X კლასის მოსწავლეები. სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება 5 ტური და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.   "ევროპული სკოლა“ თამაშის მონაწილეებს წარმატებას უსურვებს!