ახალი ამბები

კლასიკური მუსიკის II ფესტივალი "ევროპულ სკოლაში“

07 Dec 2015

2015 წლის 1-4 დეკემბერს "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა კლასიკური მუსიკის II ფესტივალი, რომელმაც შარშან  დიდი მოწონება დაიმსახურა, ამდენად წელს მასში მოსწავლეთა გაცილებით მეტმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა.   საფესტივალოდ "ევროპული სკოლის“ დირექტორის, ქალბატონ ნანა მოსიძის ბრძანებით შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი და სპეციალური ჟიური, რომელსაც თავმჯდომარეობდა  თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, "ევროპული სკოლის“ სიმღერის სტუდიის ხელმძღვანელი, კომპოზიტორი რუსუდან სებისკვერაძე.

დრამის გამოცდა მეათე MYP კლასში

07 Dec 2015

"ევროპული სკოლის“ მოსწავლეები დრამის კურსის ფარგლებში ყოველწლიურად აბარებენ გამოცდას. მეათე კლასი  გვიჩვენებს  "ქალაქურ ისტორიებს“. წარმოდგენა გაიმართება ოთხშაბათს, 9 დეკემბერს, 16:00  საათზე სააქტო დარბაზში. დასწრება თავისუფალია.

"ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა

05 Dec 2015

2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა ტრადიციული  გამოფენა-კონკურსი "მოდის ახალი წელი“.  სკოლის დირექტორის, ქალბატონ ნანა მოსიძის  ბრძანებით ჩამოყალიბდა საორგანიზაციო ჯგუფი და სპეციალური ჟიური, რომელსაც თავმჯდომარეობდა "ევროპული სკოლის“ ხელოვნების პედაგოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების კურატორი, საქართველოს განათლების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების  ეროვნული    ცენტრის ხელოვნების ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ხუნდაძე.   გამოფენა-კონკურსში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მოსწავლემ 150 ნამუშევრით, რომელთაგან გადაირჩა და გამოიფინა 45 მოსწავლის 50 ნამუშევარი.   ჟიურის გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა შვიდმა მოსწავლემ. ესენი არიან:  ანასტასია ცქვიტინიძე  (V ბ კლასი) ნამუშევრით "თოვლიანი მთები“;                  ანდრია გაჩეჩილაძე (PYP V ა კლასი) ნამუშევრით "ახალი წლის ღამე“ ;            ნიკოლოზ გიგიბერია  (PYP V ა კლასი) ნამუშევრით "ზამთარი, თოვლი“;         მარიამ დევაძე (VI გ კლასი) ნამუშევრით "თოვლიანი ბორცვები“;                           დიმიტრი დუმბაძე (MYP VI კლასი) ნამუშევრით "მატარებელი“;   ალისა ლამცოვა (MYP VI კლასი) ნამუშევრით "ოცნებების ღამე“; ანა ბუჩუკური  (VI გ კლასი) ნამუშევრით “თოვლის ბაბუა“.   გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ  სპეციალური დიპლომებით, ხოლო  საუკეთესო ნამუშევრებით დაიბეჭდა "ევროპული სკოლის“ საახალწლო მისალოცი ბარათები. "ევროპული სკოლის“  ადმინისტრაცია 

შეჯიბრი კალათბურთში

04 Dec 2015

3 დეკემბერს "ევროპულ სკოლაში“ დასრულდა კალათბურთის ტურნირი. შეჯიბრი ჩატარდა ორ ასაკობრივ კატეგორიაში.   ფინალური თამაშის შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები:   I კატეგორია  (VII-VIII კლასები)   - VIII AHS კლასი;   II კატეგორია (IX-XII კლასები)     - IX MYP კლასი.   I ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით.

ყურადღება!

03 Dec 2015

“ევროპულ სკოლაში” დამონტაჟდა ალპინისტური კედელი, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. დეკემბრიდან სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ალპინისტურმა კლუბმა, რომელსაც უხელმძღვანელებს  MYP CAS-ის კოორდინატორი, ალექსანდრე გიორგიძე. დაგეგმილია მრავალი შეჯიბრება და ღონისძიება.

ვულოცავთ!

02 Dec 2015

"ევროპული სკოლის“ ფიზიკა-ქიმიის კათედრის გამგე,  ბატონი ავთანდილ შურღაია მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა ეროვნული პრემიით. ვულოცავთ ბატონ ავთანდილს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

“ევროპული სკოლის” მათემატიკის კათედრის ღია კვირეული

29 Nov 2015

ბუნება მხოლოდ მათემატიკის ენაზე გვესაუბრება.გალილეი გალილეო“ევროპული სკოლის” მათემატიკის კათედრის ღია  კვირეული  30 ნოემბერი - 4 დეკემბერი