ახალი ამბები

ყურადღება!

21 Dec 2015

"ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბის საახალწლო ტურნირის შ ე დ ე გ ე ბ ი   2015  წლის 9-18 დეკემბერს "ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბმა (ხელმძღვანელი: სპორტის ოსტატი, ქალთა შორის თბილისის ჩემპიონი, საქართველოს  სპარტაკიადის  ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების  პრიზიორი, 2015 წლის საერთაშორისო ტურნირის  “ნონას თასის“  მფლობელი გიული ალიხანაშვილი)  ჩაატარა მოსწავლეთა წინასაახალწლო ტურნირი 2 ჯგუფში. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: III ჯგუფი: I ადგილი: საბა ყუბანეიშვილი (III ა კლასი); II ადგილი: დიმიტრი ეგოროვი (III ა კლასი); III ადგილი: ნუცა მესტვირიშვილი (III ა კლასი);  IV ჯგუფი: I ადგილი: გიგი კაკალაშვილი (V ა კლასი); II ადგილი: ნარიკ საფარიანი (PYP VI კლასი); III ადგილი: ალექსი შუშანია (V ა კლასი); გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ "ევროპული სკოლის“ სპეციალური დიპლომებით."ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

მოლოცვა!

21 Dec 2015

ვულოცავთ MYP  IX  კლასის მოსწავლეს, ნინო კობაიძეს,  მსოფლიო მასშტაბით ბრიტანეთის საბჭოს ცენტრებს შორის გამართულ ხატვის კონკურსში (12-15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი) მეორე ადგილის მოპოვებას. ნინოს მიერ შესრულებული ნამუშევარი “ტროას ცხენი“ დაიბეჭდა ბრიტანეთის საბჭოს ახალ 2016 წლის კალენდარში და მას ყველა ქვეყანაში არსებული ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრი იხილავს. ნინოს ასევე გადაეცა სიგელი. ვიმედოვნებთ, ეს გახდება მისი წარმატებული მომავლის საწინდარი! 

ვულოცავთ!

21 Dec 2015

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ჩაატარა კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის მოსაპოვებლად. კონკურსში მაქსიმალური შეფასებით (50 ქულა) გაიმარჯვა "ევროპული სკოლის" ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგმა, პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა.   გრანტის მენტორი (ხელმძღვანელი) გახლავთ "ევროპული სკოლის" დირექტორის პირველი მოადგილე, პროფესორი ავთანდილ გაგნიძე, პროექტის კონსულტანტი კი გახლავთ Paris 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰარალდ ვერცი. პროექტში ასევე ჩართულია "ევროპული სკოლის" ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგი გიორგი იაშვილი. პროექტის მასპინძელი ორგანიზაცია გახლავთ "საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი".  პროექტის კვლევის ობიექტს წარმოადგენს პოსტ-კვანტური კრიპტო სისტემების გლობალური გამოკვლევა, რაც დაკავშირებულია კვანტური კომპიუტერების შექმნის აქტიურ მუშაობასთან. 

ყურადღება! ბრძანება

17 Dec 2015

14 დეკემბერი, 2015 წ. ,,ევროპულ სკოლაში” 2015-2016 სასწავლო წლის პირველი სემესტრის  დასრულების შესახებ  

"ევროპული სკოლა“ CollegeBoard-ის ოფიციალური წევრი გახდა

17 Dec 2015

  2015 წლის  8 დეკემბერს "ევროპულ სკოლას“ CollegeBoard-ის ოფიციალური წევრის სტატუსი მიენიჭა.   წევრებს შეუძლიათ  მონაწილეობა მიიღონ  CollegeBoard-ის  ორგანიზების პოლიტიკაში, ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებასა და პრაქტიკული ცვლილებების განხორციელებაში.   დღესდღეობით  CollegeBoard-ში გაწევრიანებულია  მსოფლიოს 6000  ორ და ოთხწლიანი კოლეჯი, უნივერსიტეტი, უმაღლესი და საშუალო სკოლა.   CollegeBoard-ის წევრები ღონისძიებებში მონაწილეობისას სარგებლობენ განსაკუთრებული შეღავათებით. მათ  ენიჭებათ პრიორიტეტი პროფესიული განვითარების სფეროში  და, რაც მთავარია, პარტნიორობის ჩამოყალიბების მიზნით   შეუძლიათ პირადი ურთიერთობა ჰქონდეთ განათლების დარგში  მსოფლიო  ლიდერებთან.   "ევროპული სკოლა“ CollegeBoard-ის ოფიციალური წევრის სტატუსით მიწვეულია რეგიონალურ ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება  ბალტიმორში 27-28 იანვარს. 

ყურადღება!

16 Dec 2015

"ევროპული სკოლა" ამა წლის 29 დეკემბერს, 18.00 საათზე ეპატიჟება ყველა კურსდამთავრებულს. ერთად გავაცილოთ 2015 წელი. გთხოვთ, მობრძანდეთ!

ყურადღება!

16 Dec 2015

საქართველოს 15 წლამდე ასაკის წყალბურთელთა  ნაკრებმა, რომელშიც "ევროპული სკოლის“ მოსწავლე თეგა ჭეიშვილი თამაშობს, სერბეთის ქალაქ ნოვი-სადიში,  ამხანაგურ შეხვედრაში  ანგარიშით 8-ით  7 დაამარცხა ადგილობრივი კლუბი ,,პარტიზანი“.  ვულოცავთ თეგას ამ გამარჯვებას  და ვუსურვებთ  შემდგომ  წარმატებებს.-->