ახალი ამბები

შეჯიბრი კალათბურთში

04 Dec 2015

3 დეკემბერს "ევროპულ სკოლაში“ დასრულდა კალათბურთის ტურნირი. შეჯიბრი ჩატარდა ორ ასაკობრივ კატეგორიაში.   ფინალური თამაშის შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები:   I კატეგორია  (VII-VIII კლასები)   - VIII AHS კლასი;   II კატეგორია (IX-XII კლასები)     - IX MYP კლასი.   I ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით.

ყურადღება!

03 Dec 2015

“ევროპულ სკოლაში” დამონტაჟდა ალპინისტური კედელი, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. დეკემბრიდან სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ალპინისტურმა კლუბმა, რომელსაც უხელმძღვანელებს  MYP CAS-ის კოორდინატორი, ალექსანდრე გიორგიძე. დაგეგმილია მრავალი შეჯიბრება და ღონისძიება.

ვულოცავთ!

02 Dec 2015

"ევროპული სკოლის“ ფიზიკა-ქიმიის კათედრის გამგე,  ბატონი ავთანდილ შურღაია მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა ეროვნული პრემიით. ვულოცავთ ბატონ ავთანდილს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

“ევროპული სკოლის” მათემატიკის კათედრის ღია კვირეული

29 Nov 2015

ბუნება მხოლოდ მათემატიკის ენაზე გვესაუბრება.გალილეი გალილეო“ევროპული სკოლის” მათემატიკის კათედრის ღია  კვირეული  30 ნოემბერი - 4 დეკემბერი

ყურადღება!

28 Nov 2015

გაცნობებთ, რომ ევროპული სკოლა და მისი მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციები 29 ნოემბერს, 14:00 საათზე აწყობენ მარშს, პარიზის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული სამიტის მხარდასაჭერად. მოსწავლეები შეიკრიბებიან მეტრო "თავისუფლების მოედანთან". მოეწყობა მცირე მსვლელობა და მოსწავლეები დაარიგებენ ბუკლეტებს, რათა მოხდეს მოსახლეობის მეტი ინფორმირება საკითხის შესახებ.

ყურადღება!

25 Nov 2015

გიწვევთ ყველას, შემოგვიერთდით! ყველამ ერთად გავიზიაროთ მსოფლიო საერთო სატკივარი.   "ევროპული სკოლა“ და  საერთაშორისო ორგანიზაციები 29 ნოემბერს 14:00 საათზე, მეტრო "თავისუფლების მოედანზე" აწყობენ მარშს, რომლის მიზანია პარიზის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული სამიტის მხარდაჭერა.     ამ სამიტში ჩართულია 190-ზე მეტი სახელმწიფო, რომლის უმთავრესი მიზანია მიაღწიონ შეთანხმებას, რათა შემცირდეს ადამიანის ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე. სამიტი მეტად მასშტაბურია. ჩვენ  გადავწყვიტეთ შევუერთდეთ მსოფლიოს საერთო ხმას. ერთი წლის წინ ამ სამიტის მხარდასაჭერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით  დაახლოებით 700 000 ადამიანი გამოვიდა. წელს ჩვენი  მიზანია, რომ გავხდეთ მილიონი. 

ბაკურიანი 2016

25 Nov 2015

ბაკურიანი 2016  3 იანვრიდან  14 იანვრამდე (10 დღე) ეწყობა სპორტულ - გამაჯანსაღებელი შეკრება ბაკურიანში   მომსახურეობის პაკეტში შედის: მგზავრობა თბილისიდან ბაკურიანამდე და უკან კომფორტული ავტობუსითცხოვრება სასტუმრო "თეთრ სახლში“სამჯერადი კალორიული კვებასრული სპორტული (სათხილამურო) ეკიპირება და თხილამურებით სრიალიკულტურულ - გასართობი პროგრამა     კონტაქტი: 599 900862; 597 999822 ირაკლი ჯაოშვილი