ახალი ამბები

მოსწავლეთა, მშობელთა, მასწავლებელთა საყურადღებოდ!
16 Jun 2015"ევროპული სკოლა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო. სკოლა ეხმიანება მერიის განცხადებას და სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად იწყებს ჰიგიენური და პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვებას. ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მსურველებს, ვთხოვთ, ზემოთ ხსენებული ნივთები მოიტანონ სკოლაში 17-18-19 ივნისს და ჩააბარონ შებამისი პროგრამების კოორდინატორებს!"ევროპული სკოლის" სკოლის ადმინისტრაცია

ყურადღება!
11 Jun 2015ეწყობა ბავშვთა საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში. პირველ შეკრებაზე (3 ივლისი 14 ივლისი) აქცენტი გაკეთდება ინგლისურ ენაზე - სპეციალურად მოწვეული პედაგოგები ( ინგლისურ ენოვანი ) სპეციალური კურსით შეასწავლიან ენას ბავშვებს. ჯგუფები დაიყოფა დონეების მიხედვით. სწავლის პროცესს ძირითადად აქვს თამაშის სახე, თავად გაკვეთილიც კი, რომელსაც ეთმობა 1-1.5 საათი დილის პერიოდში, არის სახალისო. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეს პარაქტიკულად 24 საათის განმავლობაში აქვს ურთიერთობა თავის პედაგოგთან და იმყოფება "ინგლისურ" გარემოში. ამას გარდა ბავშვები დაკავებულნი არიან სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი თამაშებით (ასევე ინგლისურ ენაზე). საზეფხულო ბანაკის პროგრამით ყოველ დღე ბავშვები იქნებიან ბუნებაში , აგრეთვე დაგეგმილია ექსკურსია ვარძიაში ან საფარაში. ტუბინგი "ჯოილენდში“, დასწრება კინოსეანსზე, სტუმრობა დიდველზე (გადმოსახედზე) , "კუკუშკით" გასეირნება ბორჯომში. ბავშვები განთავსდებიან კომფორტულ "გესთჰაუსში“ ბაკურიანის ცენტრში. პაკეტის ღირებულებაში შედის: სამჯერადი კვება და ტრანსპორტირება. ღირებულება კი გახლავთ 500 ლარი 11 დღე. 3 -13 ივლისის შეკრებას მოსდევს "სქაუთ ქემფი" , სადაც მეტი აქცენტი კეთდება გარემოსთან ურთიერთობაზე, თვითგადარჩენის კურსზე, ხელსაქმეზე და სხვა პრაქტიკულ უნარებზე. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 900 862

ყურადღება!
05 Jun 2015ევროპული სკოლის გერმანული ენის მასწაველებელს, მთვარისა ბუსკივაძეს, ვულოცავთ გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიის მოპოვებას. იგი 28.06.2015-11.07.2015 მიემგზავრება გერმანისს ქალაქ გოეტინგენში გოეთეს ინსტიტუტში, საკვალიფიკაციო სემინარზე "ქვეყანათმცოდნეობის სწავლება უცხო ენის გაკვეთილზე“. პროგრამის ფარგლებში განიხილება ქვეყანათმცოდნეობასთან დაკავშირებული კონცეფციები და მეთოდები, გაანალიზდება ინტერკულტურული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ასპექტები. მთვარისა ბუსკივაძეს ვუსურვებთ წარმატებას.

მომავლის თასი 2015 - ივიკო
04 Jun 201529 მაისს დაიწყო რესპუბლიკური ტურნირი ფეხბურთში სახელწოდებით "მომავლის თასი 2015 - ივიკო“. მონაწილეობდა 16 საფეხბურთო გუნდი, მათ შორის "ევროპული სკოლის“ ნაკრები, რომელშიც ივერი ჭელიძის კლასელებიც მონაწილეობდნენ. "ევროპულ სკოლაში“ 4 წელია ტარდება ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი. ივიკო ჭელიძის მამის სამადლობელი წერილი "ევროპულ სკოლას“:

მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ
03 Jun 2015ამა წლის 15 ივნისს "ევროპულ სკოლაში" შეწყდება შიდა მობილობა სექტორებს შორის. მსურველებს ვთხოვთ დროულად შეავსონ განაცხადი."ევროპული სკოლის" ადმინისტრაცია

"ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია
01 Jun 20152015 წლის 28 მაისს "ევროპულმა სკოლამ“ 2014-2015 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები გააცილა. "ევროპულ სკოლას“ ეწვივნენ და კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე გოცაძე. მინისტრებმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და გადასცეს სკოლის დამთავრების მოწმობები. "ევროპული სკოლის“ დირექტორმა გზა დაულოცა საყვარელ მოსწავლეებს.

MYP-ის მისაღები გამოცდები
29 May 2015ევროპული სკოლიდან MYP-ის მე-6-10 კლასებში გადმოსვლის მსურველ მოსწავლეებს 2 ივნისს 15:15 სთ-ზე ჩაუტარდებათ წერითი მისაღები გამოცდები ინგლისურსა და მათემატიკაში. ინგლისურის გამოცდის ხანგრძლივობა არის 30 წთ, მათემატიკის - 40წთ. მათემატიკის ტესტი ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენებზე.