ახალი ამბები

კინო - მასტერკლასი

21 Apr 2015

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა -2015“პრეს რელიზი   საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა -2015“ ის ეგიდით 22 აპრილს 14:00 საათზე თბილისის "ევროპულ სკოლაში“ (მის. ყაზბეგის 34-გ ) გაიმართება შეხვედრა-მასტერკლასი ცნობილ ამერიკელ კინორეჟისორთან  -  მაიკლ ჰოფმანთან. 

ყურადღება!

21 Apr 2015

2015 წლის 19 აპრილს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა მოსწავლეთა 69-ე  სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომელშიც   "ევროპული სკოლის" მოსწავლეებმა ტრადიციისამებრ  აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. მათ  თავიანთი ნაშრომები წარადგინეს: ქართული ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებში, ისტორიასა და ფსიქოლოგიაში. 

ყურადღება!

16 Apr 2015

შექსპირის  კვირეულთან დაკავშირებით, 20-25 აპრილამდე გამომცემლობები: Macmillan, Pearson, Oxford, Penguin, OUP  Bookworms  აწყობენ ინგლისური  წიგნების გამოფენა-გაყიდვას  ევროპულ  სკოლაში. შემოთავაზება  სპეციალურ ფასად!      

გილოცავთ!

07 Apr 2015

2015 წლის 5 აპრილს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  საკვალიფიკაციო ტურნირზე "ევროპული სკოლის“ IVა კლასის მოსწავლემ ალექსი შუშანიამ დაიკავა III ადგილი, მიიღო მედალი და მიენიჭა V თანრიგი.  ვულოცავთ ალექსის ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს! "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ყურადღება!

06 Apr 2015

"ევროპული სკოლის“ ფოიეში გაიხსნა ხელსაქმის სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების სააღდგომო გამოფენა (ხელმძღვანელი-ანა ახმეტელი).   გთხოვთ, გვეწვიოთ!

ვულოცავთ!

06 Apr 2015

2015 წლის მარტში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  საკვალიფიკაციო ტურნირზე "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს: ირაკლი ნებიერიძეს  (PYP V კლასი), რომან სანიკიძეს (PYP  I კლასი), ლევონ საფარიანს (PYP  II კლასი) და ნარიკ საფარიანს (PYP  V კლასი)  მიენიჭათ  V თანრიგი.   ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს, "ევროპული სკოლის“  ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელს,  სპორტის ოსტატს, თბილისის ჩემპიონს ქალთა შორის, საქართველოს    სპარტაკიადის ჩემპიონს, საერთაშორისო  ტურნირების პრიზიორს,  ქ-ნ გიული ალიხანაშვილს ამ გამარჯვებას! "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ყურადღება!

02 Apr 2015

ა.წ. 6 აპრილს 10 საათიდან  "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდება გასაუბრება 2015-2016 სასწავლო  წელს პირველ კლასში მისაღებ მოსწავლეებთან. "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია