ახალი ამბები

ვუსურვოთ წარმატება!

17 Mar 2014

საფრანგეთის ქალაქ ანსიში ა.წ. 19-24 მარტს გაიმართება ევროპის სტუდენტთა/მოსწავლეთა კინოფილმების ფესტივალი.     ევროპული სკოლის IB XI კლასის მოსწავლეები: ნინო სიჭინავა, თეკლა თევდორაშვილი, ფარვინ ჰასანი, CAS კორდინატორის ალექსანდრე გიორგიძის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ ევროპის სტუდენტთა/მოსწავლეთა კინოფილმების ფესტივალზე და საკონკურსო პროგამაში წარადგინეს ნინო სიჭინავას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "მაღლა ცაში“.

ყურადღება!

15 Mar 2014

ევროპული სკოლის  უცხოური ენების კათედრა გეპატიჟებათ კვირეულზე. გთხოვთ, მობრძანდეთ!  

ESTV - ახალი სატელევიზიო გადაცემის პრეზენტაცია!

11 Mar 2014

ოთხშაბათს, 12 მარტს ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდია - ESTV სააქტო დარბაზში 14-სთ. 30-წთ-ზე წარმოგიდგენთ ახალ სატელევიზიო პროექტს სახელწოდებით "დეტექტივი მარიკუშა“. გადაცემას უძღვება მე-4 კლასის მოსწავლე - მარიამ ადამია. დასწრება თავისუფალია.  

ყურადღება!

07 Mar 2014

სამშაბათს, 11 მარტს, 14 საათზე, ევროპულ სკოლაში საჯარო ლექციას წაიკითხავს ისტორიკოსი, გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.გთხოვთ, მობრძანდეთ!

ვულოცავთ!

05 Mar 2014

ევროპული  სკოლის სამმა მოსწავლემ: სალომე ხვისტანმა, ლუკა  ჯიბუტმა,  კახა  ბაკურაძემ_გაიმარჯვეს HMC  საერთაშორისო  პროექტში და 1 წლით მიემგზავრებიან დიდ  ბრიტანეთში  სასწავლებლად. ვულოცავთ მოსწავლეებს  და  მათ  მასწავლებლებს (მ. კალატოზი, რ. ბერიძე) ამ წარმატებას.                                                                   ინგლისური ენის  კათედრა

ყურადღება!

05 Mar 2014

ხუთშაბათს,  6 მარტს, 16:00  სთ-ზე  ევროპულ  სკოლაში  ინგლისური  ენის  კათედრა  მართავს  მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით  კონფერენციას. 

მილოცვა

03 Mar 2014

ევროპული სკოლა ულოცავს ადამ ჯონსონს ამრიკული უმაღლესი სკოლის (American High School) დირექტორად დანიშვნას!

"ერის ცხოვრება... დაცულ არს ენით"

01 Mar 2014

სამშაბათს, 4 მარტს, 16:00 სთ-ზე ევროპულ სკოლაში  ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა მართავს მოსწავლეთა სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციას: "ერის ცხოვრება... დაცულ არს ენით“