ახალი ამბები

მშობელთა საყურადღებოდ!
18 Dec 201320 დეკემბერს, 16 სთ-ზე, ჩატარდება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობელთა კრებები.26 და 27 დეკემბერს, 15სთ-ზე - უფროსკლასელთა მშობელთა კრებები .

ტრადიციად ქცეული საშობაო აქცია.
17 Dec 2013ევროპულ სკოლაში წელიწადში ორჯერ ტარდება საშობაო და სააღდგომო საქველმოქმედო აქციები.მოსწავლეებმა ,მასწავლებლებმა და მშობლებმა სურსათი და ტკბილეული შეაგროვეს და 16 დეკემბერს სკოლის მოსწავლეთა კომიტეტმა და საინიციატივო ჯგუფმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან ერთად საშობაო ნობათი გადაუნაწილეს სიონისა და მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძრების მრევლის ხელმოკლე ოჯახებს,საპატრიარქოს, უპოვართა სასადილოს. საქართველოს "კარიტასის“ სასადილოში ტრადიციისამებრ ისევ გაიხარებენ უპოვარი მოხუცები.

გეპატიჟებათ პუშკინის სკოლა სპექტაკლზე
16 Dec 201318 დეკემბერს, 14:30 სთ-ზე, საატო დარბაზში, სპექტაკლზე "ЗОЛУШКА". ხემძღვანელი ნ. მიქელაძე

თეატრალური სტუდია გიწვევთ
16 Dec 2013ევროპული სკოლის თეატრალური სტუდია 19 დეკემბერს, სკოლის სააქტო დარბაზში გიწვევთ სპექტაკლზე "საშობაო ზღაპარი". დასაწყისი 15.00 საათზე. ხელმძღვანელი ლიკა ქობულაძე

ევროპული სკოლის ჭადრაკის კლუბი აწყობს საახალწლო ტურნირს ჭადრაკში
16 Dec 2013გამარჯვებულები დასახელდებიან და დაჯილდოვდებიან 20 დეკემბერს,15.00 საათზე სკოლის სააქტო დარბაზშისახელოვნებო, სამეცნიერო, სპორტული კლუბებისა და სტუდიების I სემესტრის მუშაობის პრეზენტაციაზე

15 დეკემბერს,კვირას,12 საათზე ჩატარდება ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია.
10 Dec 2013მასში მონაწილეობას იღებს ევროპული სკოლის ინგლისური ენის კათედრა, ბრიტანეთის საბჭო, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

ევროპული სკოლის და თბილისის 64–ე საჯარო სკოლის VII-VIII კლასელთა ნაკრები გუნდების ამხანაგური შეხვედრა კალათბურთში
10 Dec 20139 დეკემბერს "ევროპული სკოლის“ კალათბურთის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა ამხანაგური შეხვედრა "ევროპული სკოლის“ და თბილისის N 64–ე საჯარო სკოლის VII-VIII კლასელთა ნაკრებ გუნდებს შორის.

ევროპულ სკოლაში საახალწლო სამზადისი დაიწყო
09 Dec 2013ევროპული სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები საახალწლო ღონისძიებებისათვის ემზადებიან. გვთავაზობენ ხალისიან, შემოქმედებით და გასართობ პროგრამას.

9–14 დეკემბერი – ტრადიციული საქველმოქმედო კვირეული!
09 Dec 20139–14 დეკემბერს ევროპულ სკოლაში ტრადიციისამებრ ტარდება საქველმოქმედო კვირეული.მოსწავლეები,მასწავლებლები და მშობლები აგროვებენ სურსათსა და ტკბილეულს. ეხმარებიან მოხუცთა და ბავშვთა სახლებს. 13 დეკემბერს მოეწყობა მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების საშობაო გამოფენა–გაყიდვა. 14 დეკემბერს კვირეული დაასრულებდება საქველმოქმედო კონცერტით (მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სტუმრები და სკოლის ბენდი).