ახალი ამბები

მშობლიური ენის დღე

21 Feb 2020

21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება. სწორედ ამიტომ “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეები ნაციონალური ჩაცმულობით მოვიდნენ, მოაწყეს კალიგრაფიის კონკურსი, ანბანის ნახატების გამოფენა, შეხვდნენ მწერლებს, მშობლიური ენის დასაცავად მოაწყეს ფლეშმობი და შემოგვთავაზეს მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა.

მუზეუმი სკოლაში

21 Feb 2020

“საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა“ “ევროპულ სკოლაში“ წარადგინა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ასახავს ცენტრში დაცულ სხვადასხვა ენოვან კოლექციას: ქართლი ანბანის სამივე სახეობის ხელნაწერები, ლათნური, ბერძნული, იტალიური და სხვა ენებზე შესრულებული ხელნაწერები უნიკალურ მრავალფეროვნებას ქმნიან. “ევროპულ სკოლაში“ გამოიფინა მეფე თამარის მიერ საგანგებოდ დაკვეთილი ხელნაწერის, “ვანის ოთხთავის“ მულაჟის ზუსტი ასლი. მოეწყო 3D ინსტალაცია, რომელიც ასახავს უნიკალურ ხელნაწერ მემკიდრეობას, როგორც ქართულს, ისე უცხოურს. მოეწყო შეხვედრა მეცნიერთან: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ეკა დუღაშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია უნიკალური ხელნაწეერი მემკვიდრეობის შესახებ.

რობოტების შეჯიბრი

18 Feb 2020

17 თებერვალს მე-6 კლასელებს შორის რობოტების შეჯიბრი “ფეხბურთი“ ჩატარდა. ფეხბურთის მოედანზე მოსწავლეთა მიერ შექმნილი რობოტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გოლის გატანაში. შეჯიბრში კონკრეტული გამარჯვებული გუნდი არ გამოვლინდა, რადგან აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეების დაინტერესებასა და ჩართულობას რობოტიქსის საგანში. მარტში, მე-6 კლასელებს შორის გაიმართება ფინალური შეჯიბრი, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.

ჩვენი გუნდი კალათბურთის ჩემპიონატზე

18 Feb 2020

“ევროპული სკოლის“ კალათბურთელთა გუნდმა “Tbilisi Basketball Classic 2020“-ჩემპიონატზე A ჯგუფში დაიკავა პირველი ადგილი და გადავიდა მეოთხედფინალში, სადაც დაამარცხა QSI და გ. ზალდასტანისვილის სახელობის აკადემიის გუნდები. ფინალში მატჩი დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა, სადაც ორი მოთამაშე ტრამვის გამო გამოეთიშა ასპარეზობას, რამაც გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე და ფინალი დასრულდა “ევროპული სკოლა“-QSI თბილისის გუნდებს შორის ანგარიშით -74:79.

ავსტრიის ელჩის ვიზიტი

12 Feb 2020

11 თებერვალს ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო გვეწვია “ევროპულ სკოლაში.“ საპატიოს სტუმარს “ევროპული სკოლის“ დირექციასთან ერთად ავსტრიაში ყველაზე გავრცელებული სახელის მქონე ჰანა და მორიცი შეეგებნენ. დარბაზში მსოფლიოში ცნობილი ავსტრიელი მწერლების, კომპოზიტორებისა და მხატვრების პორტრეტების გამოფენა მოეწყო. გამოიფინა ზიგმუნდ ფროიდის, ჰერმან ბროხის და შტეფან ცვაიგის წიგნების ქართული თარგმანებიც. ვიზიტის მთავარი თემა ავტრიის უკეთ გაცნობა და საქართველო-ავსტრიის ურთიერთობები იყო. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ორი ქვეყნის შესახებ. ბ-ნმა ელჩმა ინტერაქტიულ რეჟიმში უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს და დიდი ინტერესით მოუსმინა მათ გამოსვლებს.

“მხიარული სტარტები" მხიარულ პირველკლასელთა შორის

06 Feb 2020

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის პირველკლასელებს შორის სკოლის სპორტულ დარბაზში ,,მხიარული სტარტები“ ჩატარდა. მოსწვალეები ერთმანეთს სხვადსხვა სპორტულ აქტივობებში შეეჯიბრნენ. ორგუნდათ დაყოფილი პატარები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ: სირბილში, ბატუტზე ხტომასა და ჰოლაჰუპში გაძრომაში. თამაში ფრედ 3:3 დასრულდა.

მათემატიკური ვიქტორინა SMART ოთახში

06 Feb 2020

მთელი კვირის განმავლობაში ქართული პროგრამის I ა,ბ და გ კლასის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს მათემატიკულ ვიქტორინაში, რომელიც “ევროპული სკოლის“ SMART ოთახში ჩატარდა. პირველკლასელთა დამკვირვებლები და შემფასებლები მეხუთეკლასელები იყნენ. ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეთა შორის ურთიერთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება, რაც ეხმარებათ პატარებს მათემატიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში.

“კრიმინალისტიკა და სამართალი“

06 Feb 2020

“ევროპული სკოლის“ სახელმწიფო და სამართლის პედაგოგის მაია მელიქიშვილის, ქიმიის პედაგოგის ხათუნა კაპანაძის და მე-10ა,ბ კლასის მოსწავლეების მიერ ინიცირებული პროექტის ,,კრიმინალისტიკა და სამართალი“ ფარგლებში, 4 თებერვალს მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით სკოლაში მოწვეული იყო შშს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტმენტის დირექტორი ბ-ნ სერგო ძაგნიძე. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. ბატონმა სერგომ შეძლო მათი დაინტერესება ამ რთული და საინტერესო საქმიანობით. პროექტი არის გრძელვადიანი და მის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე საინტერესო ღონისძიება.

“ვებსტერის უნივერსიტეტის“ ვიზიტი

06 Feb 2020

5 თებერვალს “ევროპულ სკოლას“ “ვებსტერის უნივერსიტეტის“ კანცლერი და მმართველი დირექტორი ვასილის ბოტოპულოსი და ვიცეკანცლერი სასწავლო დარგში სიუზი მიხაილიდისი ეწვივნენ სტუმრად. სკოლის ადმნისისტრაციასა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა “ევროპული სკოლის“ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს “ვებსტერის უნივერსიტეტის“ ათენის კამპუსის შესახებ ინფორმაცია. გააცნეს უნივერსიტეტში არსებული აკადემიური შემოთავაზებები. ვიზიტორებმა “ვებსტერის უნივერსიტეტიდან“ დაათვალიერეს “ევროპული სკოლა“ და მოინახულეს სხვადასხვა ლაბორატორიები.