ახალი ამბები

საშობაო გამოფენა

25 Dec 2019

“ევროპულ სკოლაში“ ტრადიციულად მოსწავლეთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შობა-ახალი წლის თემატიკაზე შექმნილი ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები, კოლაჟები და კონსტრუქციები. ნამუევრები შექმნილი იყო მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის გამოყენებით. საშობაო გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართული პროგრამის დაწყებითი, საბაზო საფეხურისა და საერთაშორისო ბაკალავრეატის PYP და MYP პროგრამის მოსწავლეებმა.

საახალწლო კარნავალი

25 Dec 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ზღაპრული წვეულება მოაწყეს. პირველი და მე-3 კლასის მოსწავლეებმა საახალწლო კარნავალი გამართეს. მე-3 კლასელებმა წარმოგვიდგნიეს საქართველოს სხავადსხვა კუთხეები თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს, შეარულეს მუსიკალური ნომრები ქართული ფილმებიდან და ძველი თბილისის სცენები წარმოგვიდგინეს. პირველკლასელებმა კი საშობაო სიმღერა შეგვისრულეს და სანტა კლაუსსთან ერთად იცეკვეს. სახალისო და სანახაობრივი ნომერი აღმოჩნდა ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეთა მიერ შესრულებული “თოჯინების ცეკვა.“

საახალწლო განწყობა “ევროპულ სკოლაში“

25 Dec 2019

დღეს “ევროპულ სკოლაში“ საახალწლო განწყობის შესაქმნელად მოსწავლეები თავისუფალი, საახალწლო ჩაცმულობით მოვიდნენ. ერთი დღე ფორმის გარეშე გაატარეს და დაიწყეს საახალწლო მზადება. სანტას ქუდებსა და სადღესასწაულო ტანისამოსში გამოწყობილი მოსწავლეები სკოლის შიდა ეზოში შეიკრიბნენ გასართობად და საახალწლო ემოციების გასაზიარებლად. დერეფნები და საკლასო ოთახები უკვე მორთულია სადღესასწაულოდ.

რობოტების შეჯიბრი FabLab-ში

19 Dec 2019

16 დეკემბერს “ევროპული სკოლის“ ფაბლაბში მეორედ ჩატარდა რობოტების შეჯიბრი სუმოში – “Sumo Bot Challenge”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ “ევროპული სკოლის“ მე-6 კლასის მოსწავლეები. კონკურსის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე არენა, რომელთა გამარჯვებულებიც ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. დაძაბული კონკურენციის პირობებში, ყველაზე კარგად დაპროგრამებულმა რობოტმა მოიგო კონკურსი და გადაეცა წლის SumoBot-ის წოდება.

სპექტაკლი ,,პინოქიო“ “ევროპული სკოლის“ სცენაზე

19 Dec 2019

იტალიელი მწერლის კარლო კოლოდის განთქმული ზღაპარი “პინოქიოს თავგადასავალი“ “ევროპული სკოლის“ სცენაზე ხელოვნების დეპარტამენტის ინიციატივით და დ. ნადირაშვილისა და ბ. ყურაშვილის რეჟისორობით დაიდგა. ცნობილი პერსონაჟების როლები კი “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა განასახიერეს.

Aideathon გამოფენა

18 Dec 2019

13 დეკემბერს Fablab-ში Aideathon გამოფენა გაიმართა. მასწავლებლებმა თავიანთ მოსწავლეებთან ერთად შექმნეს მარტივი პროტოტიპები, რომლებიც გაამარტივებდა და განავითარებდა სასწავლო პროცესს. სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით მათ იმუშავეს ფაბლაბში განთავსებულ დანადგარებთან და შექმნეს მყარი მოწყობილობები.შემდეგ კი ფაბლაბის შესაძლებლობები თავიანთ ნამუშევრებთან ერთად გააცნეს ფართო აუდიტორიას.

ნუ მოჭრი, მორთე!

18 Dec 2019

13 დეკემბერს “ევროპული სკოლის“ მეოთხე კლასელები ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში შეხვდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის საინფორმაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტებს ანა მანჯავიძეს და მარიამ არჩვაძეს.

ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში

16 Dec 2019

10 დეკემბერს მე -7 ა და მე-7 ბ კლასებში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგიასა (მასწავლებელი მანანა ჟამურაშვილი) და გეოგრაფიაში (მასწავლებელი მაიაბრეგვაძე ) თემაზე: “შავი ჭირის ეპიდემიები შუა საუკუნეებში დაავადების გამომწვევი მიზეზები და გავრცელების გეოგრაფია.“ ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილს წინ უძღოდა მეცადინეობა სასარგებლო და მავნე ბაქტერიების შესახებ. კლასში მომზადდა და შეიღება რძემჟავა ბაქტერიების დროებითი პრეპარატები, რომელიც მიკროსკოპის საშუალებით მოსწავლეებმა დაათვალიერეს და ჩაიხატეს რვეულებში. ინტეგრირებულ გაკვეთილზე ნაჩვენები იყო შავ ჭირზე ფილმიდან ფრაგმენტი; ბავშვებმა იმუშავეს ჯგუფებში ახალ მასალაზე. ეს აქტივობა ითვალისწინებდა მოსწავლეებში სხვადასხვა უნარის: დამოუკიდებლად ინფორმაციის დამუშავების, კითხვების მოფიქრებსა და დასმის, პრეზენტაციის, მოსმენის, მოსმენილი ინფორმაციიდან მნიშვნელოვანის მონიშვნისა და ანალიზის უნარის განვითარებაზე.