ახალი ამბები

ქართული პროგრამის საბაზო საფეხურის ასამბლეა

13 Dec 2019

12 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ასამბლეა გაიმართა, სადაც სხვადსხვა კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და პედაგოგებსა და თანატოლებს წარუდგინეს. მეშვიდე კლასელებმა ძალიან საინტერესოდ წარადგინეს პროიექტი “გ.ლეონიძის მუხლადი სიტყვა;“ მოვისმინეთ “ჟენევის საერთაშორისო კონფერენციის“ მიმოხილვა, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ; გაგვაცნეს -კორეული კულტურა და წეს-ჩვეულებები; სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა “STEM- სამზარეულოში’’ ჯანსაღი პროდუქტებით პიცის მომზადება; ლიტერატურისა და ისტორიის ნაწილში წარადგინეს პრეზენტაცია აკა მორჩილაძის შესახებ და საკონკურსო “მონეტის დიზაინი,“ ასამბლეა დასრულდა ES TV-ში მოსწავლეების მიერ მომზადებული ფილმის ჩვენებით “ჩემი სკოლის ნეკერჩხალი - ჩემი ნატვრის ხე.“

შემოდგომის გაცილება

11 Dec 2019

ნოემბრის ბოლოს ევროპულ საბავშვო ბაღში მოეწყო ღონისძიება “ნახვამდის შემოდგომა, გამარჯობა ზამთარო“. სახალისო აქტივოვებში მხიარულად იყვნენ ჩართულები, საყვარელ გმირის კოსტიუმებში გამოწყობილი პატარები.

მოსწავლეები მოხუცებულთა სახლში

10 Dec 2019

ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში ქართული პროგრამის IIგ და IVბ კლასის მოსწავლეები “წითელი ჯვრის“ მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ. ბავშვები შეეცადნენ ბებიებისთვის შეექმნათ ოჯახური გარემო, მათგან ისწავლეს ქსოვა, იმღერეს და იცეკვეს ერთად, გამართეს შეჯიბრი ჭადრაკში.

“ევროპული სკოლა“ ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე Welcome to Georgia!

09 Dec 2019

6 დეკემბერს “შერატონ მეტეხი პალასში“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia-ს რიგით მე-5 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე “ევროპული სკოლის“ წარმომადგენლები საპატიო სტუმრის სტატუსით იყვნენ მიწვეული. ასევე მოეწყო “ევროპული სკოლის“ საიმიჯო სტენდი, სადაც 800-მდე სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდნენ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, ენახათ ვიდეოტური და მოესმინათ ინფორმაცია სკოლის მიღწევების შესახებ.

“ევროპული სკოლა“ სკოლების გამოფენაზე

09 Dec 2019

6 და 7დეკემბერს “ევროპული სკოლა“ წარმოდგენილი იყო სკოლების გამოფენა 2019-ზე, რომელიც საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში ჩატარდა. საქართველოში სკოლების გამოფენა ამ მასშტაბით უკვე მეორედ მოეწყო. გამოფენა მიზნად ისახავდა, შეექმნა ერთიანი პლატფორმა საშუალო განათლების სფეროში და ერთ სივრცეში შეეკრიბა ინდუსტრიის ყველა მონაწილე და პოტენციური მომხმარებელი.

საშემოდგომო გამოფენა

03 Dec 2019

ნოემბრის ბოლოს “ევროპულ სკოლაში“ საშემოდგომო ექსპოზიცია მოეწყო “ლონდონის გამზირზე.“ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული და PYP პროგრამის მოსწავლეთა გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. გამოფენამ ნამდვილად შეძლო გვიანი შემოდგომის განწყობის შექმნა და დამთვალიერებელს ძალიან მოეწონა.

შეხვედრა “ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულთან

03 Dec 2019

“ევროპული სკოლის" საბაზო საფეხურის VIII-IX კლასელები ჩაერთვნენ ახალ პროექტში, რომლის მიზანია სკოლის კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც უკვე დაიწყეს პროფესიული საქმიანობა და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ მოსწავლეებს. ამ პროექტის ფარგლებში “პრაღის ოთახში“ ჩატარდა პირველი შეხვედრა “აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის“ გენერალურ მენეჯერთან გიორგი დიასამიძესთან. შეხვედრა საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის და ემოციურად დატვირთული ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულისთვისაც.

ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ასამბლეა

29 Nov 2019

29 ნოემბერს ,,ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მოსწავლეთა პირველი ასამბლეა გაიმართა. მოსწავლეთა ასამბლეის მიზანია წვლილი შეიტანოს სკოლის საზოგადოების გაერთიანებაში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი საყოველთაო ღირებულებების გამოვლინებას, როგორიც არის პატივისცემა, თანამშრომლობა, თანადგომა, თანასწორობა.

The Iveri Chelidze football tournament

28 Nov 2019

The Iveri Chelidze football tournament which was held at the European School in the loving memory of our former student Iveri Chelidze has come to an end. The teams competed in three different age groups: 4-6 grades, 7-9 grades and 10-12 grades. Finals have been held on 26th November. The winners of the tournament are classes: 4A, 8A and 10 all from Georgian Section. The participants of the cup were awarded by Mr. Iveri Chelidze and his family who traditionally attends the cup each year.