ახალი ამბები

მოსწავლეთა ფიზიკური ჯანმრთელობა

03 Apr 2019

“ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა ფიზიკური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც სკოლის ექიმის ინიციატივით მოვიწვიეთ “ავერსის“ კლინიკის  სპეციალისტები: ექიმი-ორთოპედი და ექიმი-ოფთალმოლოგი, რომელთაც ჩაატარეს სკრინინგი.

კალათბურთის გუნდის გამარჯვება.

02 Apr 2019

22 მარტს “ევროპული სკოლის“ სპორტდარბაზში “ამერიკული უმაღლესი სკოლის“ გუნდი IGS-ის კალათბურთის გუნდს შეხვდა. დაძაბულ ბრძოლაში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ანგარიშით 87-55 დაამარცხეს მეტოქის გუნდი და გულშემატკივრებს დიდი სიხარული მოუტანეს.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი

02 Apr 2019

23-25 მარტს ევროპის ახალგაზრდულმა პარლამენტმა კიდევ ერთი წარმატებული რეგიონული სესია ჩაატარა ბათუმში, სადაც “ევროპული სკოლის“ ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სესიას ესწრებოდა 20 თბილისელი და 30 რეგიონალური დელეგატი, რომლის მთავარი თემა იყო კულტურის განვითარება და შენარჩუნება ევროპაში. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, გლობალურ აზროვნებას, უნვითარებს მათ ჯგუფური მუშაობის უნარებს და საზოგადოების წინაშე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.  

“ევროპული სკოლის“ გამარჯვება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში.

02 Apr 2019

28 მარტს “ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ ფინალი გაიმართა, სადაც “ევროპული სკოლის“ გუნდმა საპრიზო ადგილი მოიპოვა და “თეგეტა მოტორსისგან“ 5000 ლარი მიიღო. ქართული პროგრამის მე-9-10 კლასის მოსწავლეების პროექტი ელექტრო ენერგიის ეკოლოგიური გზით მიღებას შეეხებოდა. მათ შექმნეს ინოვაციური პროპელერი, რომელსაც ქარის ნებისმიერ წერტილში მიღება შეუძლია. გუნდის მენტორი FabLab-ის ინსტრუქტორი გურანდა გოგალაძე იყო. წევრები კი ნუგო შოშიაშვილი, ომარ შეყილაძე, სანდრო თვალიაშვილი, დიმიტრი გოზალიშვილი და გიორგი გელაძე იყვნენ. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს. პროექტის მთავარი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება კერძო სექტორთან, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობას.

ღია გაკვეთილები

02 Apr 2019

“ევროპული სკოლის“ PYP პროგრამის მშობლებისათვის სპეციალური ღია გაკვეთილები ჩატარდა. მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ საგაკვეთილე პროცესებს და მიეღოთ მეტი ინფორმაცია განსხვავებული სწავლების მეთოდებისა და საკუთარი შვილების განათლების ხარისხის შესახებ.

სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი

02 Apr 2019

“ევროპული სკოლის“ მოსწავლებიის ვიზიტი “ექსპერიმენტორიუმში“ გრძელდება, ამჯერად ქართული პროგრამის მე-9ა კლასი ეწვია მუზეუმს. ისინი დააკვირდნენ ქიმიურ და ფიზიკურ მოვლენებს, აამუშავეს ხელსაწყოები, მოუსმინეს საინტერესო მეცნიერულ პრეზენტაციას, გამოთქვეს საკუთარი ვარაუდები და იმსჯელეს მიღებულ შედეგებზე. მათ მიეცათ შესაძლებლობა გაკვეთილზე ნასწავლი თეორიული ცოდნა დაეკავშირებინათ პრაქტიკულ ცდებთან, რაც აადვილოებს საგნის შესწავლას და ამტკიცებს მიღებულ გამოცდილებას.

რეკლამა და პრომოცია

02 Apr 2019

“ევროპული სკოლის“ PYP პროგრამის მოსწავლეებმა სამი დღე იმუშავეს იმისთვის, რომ დაესრულებინათ პროექტი რეკლამირებაზე. მათ შეისწავლეს თუ როგორ უნდა მოახდინოს რეკლამამ გავლენა მომხმარებლის ქცევაზე და ნიმუშად ვაშლის სარეკლამო კამპანია გაითამაშეს. შექმნეს ეფექტური პოსტერები, ვიდეობი და პროდუქტი გააცნეს მე-5 კლასის მოსწავლეებს. გამარჯვებულმა გუნმა სკოლისგან მიიღო სპეციალური პრიზები.

წიგნის კვირეული

02 Apr 2019

წიგნის კვირეული “ევროპულ სკოლაში“ დაიწყო და 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიება წიგნიერების დონის ამაღლებას ეძღვნება და სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. მათ შორის სკოლის მთავარ დერეფანში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წიგნების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ წიგნის მაღაზიები და გამომცემლობები.

ღია კარის დღე

29 Mar 2019

29 მარტს “ევროპულ სკოლაში“ ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრა მშობლებთან სკოლის მთავარ დარბაზში ჩატარდა, რომელსაც სკოლის აკადემიური დირექტორი სოფიო ბაზაძე უძღვებოდა. სიტყვით გამოვიდნენ ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრის მენეჯერი სტივენ შელი და კომპანია “Future Laboratory“-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე. დაინტერესებული მშობლებისთვის სკოლის ტური მოეწყო მოსწავლეების თანხლებით, შეხვდნენ პროგრამის კოორდინატორებს და ვიზიტი დასრულდა მიღებისა და ჩარიცხვის სამსახურის ოფისში. მადლობას ვუხდით ყველა მშობელს ვინც არჩევანი “ევროპულ სკოლაზე“ გააკეთა და გვანდო საკუთარი შვილის მომავალი.