ახალი ამბები

ექპერიმენტი ფიზიკის ლაბორატორიაში

27 Mar 2019

მეცნიერება ორმაგად სახალისოა, როდესაც უფროსკლასელები დაწყებითი კლასის მომსწავლეებს ექსპერიმენტებით აცნობენ ფიზიკის კანონზომიერებებს. 26 მარტს “ევროპული სკოლის“ ფიზიკის ლაბორატორიაში პედაგოგმა ირინა კოჭლამაზაშვილმა “მხიარული მეცნიერების“ გაკვეთილი ჩაატარა. მე-2 კლასელებმა დაითვალეს მონეტაზე წყლის წვეთები, რძეზე დახატეს, დააკვირდნენ კვერცხის კოლბაში გაუჩინარებას და ნავის მოძრაობას შეფერილ სითხეში.

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა

25 Mar 2019

ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ “ამერიკული უმაღლესი სკოლისა“ და ქართული პროგრამის მოსწავლეებისთვის ტუბერკულიოზის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოზარდებს გააცნეს: რა იწვევს დაავადებას, როგორ ვრცელდება ტუბერკულიოზი და როგორ განიკურნება. 24 მარტს “მზიურის“ პარკში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გამართავს ღონისძიებას ტუბერკულიოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გააცნობს დაავადების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას.

გაეროს ასოციაცია

25 Mar 2019

22 მარტს ,,ევროპულ სკოლაში" საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების ეგიდით გაეროს ასოციაცია ჩამოყალიბდა. ასოციაციის პრეზიდენტად და ბორდის წევრებად დაინიშნენ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები, რომლებიც თებერვლში ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინაში იმყოფებოდნენ. გაეროს ასოციაცია მომავალში იმუშავებს საერთაშორისო პროექტებზე. პირველად გაეროს საერთაშორისო ასამბლეა ჩატარება თბილისში და შემდგომ ნიუ-იორკის შტაბბინაში.

მარათონი ,,ლისის ტბაზე"

25 Mar 2019

შაბათს ,,ლისის ტბის" ტერიტორიაზე ,,ევროპული სკოლის" გუნდმა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად სპორტული მარათონი გამართა. სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილოსანი მორბენლები გამოვლინდნენ. მოსწავლეების გარდა მედლებითა და სერტიფიკატებით ყველაზე სწრაფი მშობლები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ. მარათონი ,,ევროპული სკოლის" ღია კარის დღეს მიეძღვნა და აქტივისტმა მოსწავლეებმა სარეკლამო ფლაერებიც გაავრცელეს.

მხიარული სტარტები

25 Mar 2019

23 მარტს ,,ევროპული სკოლის" სპორტდარბაზში სპორტული შეჯიბრი “მხიარული სტარტები“ ჩატარდა. გუნდები ქართული და IB პროგრამის მოსწავლეებისა და მშობლებისგან დაკომპლექტდა. დაძაბულ ბრძოლაში ქართული პროგრამის გუნდმა უცხოური პროგრამის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა. მსაჯმა საზეიმო ვითარებაში გამარჯვებულებს თასი გადასცა.

დაუნის სინდრომის დღე “ევროპულ საბავშვო ბაღში“

22 Mar 2019

21 მარტს “ევროპული საბავშვო ბაღიც“ შეუერთდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ბავშვებმა მოისმინეს ფსიქოლოგის პრეზენტაცია და ამომწურავად მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, ასევე სიმბოლურად მოხატეს წინდები.

ირანული ახალი წელი

22 Mar 2019

19 მარტს IB MYP-ის ირანელმა მე-10 კლასის მოსწავლეებმა წვეულება გამართეს.გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ირანული ახალი წელიც იზეიმეს. ტრადიციული კოსტიუმებით ნაციონალური ცეკვები და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ირანული კულტურის გაცნობა საინტერესო აღმოჩნდა ქართველი და უცხოელი აუდიტორიისთვის.

ტყის საერთაშორისო დღე

22 Mar 2019

“ევროპულ საბავშვო ბაღში“ პატარებმა დიდი ხალისით აღნიშნეს ტყის საერთაშორისო დღე და ჯგუფურად შექმნეს ხელნაკეთი აპლიკაცია. აღმზრდელებთან ერთად ისაუბრეს ტყის მნიშვნელობაზე და ხეები მორთეს, როგორც სულიერი არსებები. ბავშვებს თავი ტყეში, რომ ეგრძნოთ პარაბოლური მიკროფონით მოისმინეს ფრინველების ხმა. უსახლკარო ჩიტებს კი ბუდე დაუდეს საბავშვო ბაღის ეზოში.

არავინ დატოვო განათლების მიღმა!

21 Mar 2019

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა “ევროპულ სკოლაში“ გრძელდება. მთელი კვირის განმავლობაში ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვდასხვა ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა გაკვეთილები - რა არის დაუნის სინდრომი? ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ დღის ცენტრს “მზის შვილებს.“ მათ დაუმეგობრდნენ და საჩუქრები გადასცეს. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და გავამართლოთ სლოგანი “არავინ დატოვო განათლების მიღმა.“