გავუფრთხილდეთ წყალს!

“ევროპული სკოლის“ PYP პროგრამის მოსწავლეებმა სკოლის მთავარ დარბაზში ასამბლეა გამართეს. PYP პროგრამის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დაასრულეს მუშაობა ტრანსდისციპლინარულ თემაზე “როგორ მუშაობს სამყარო“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს და შეაჯამეს თავიანთი პროექტი. მათ ისაუბრეს წყლის სხვადასხვა ფორმებზე და მისი ციკლის შესახებ. შეგვახსენეს ჩვენი პასუხისმგებლობა წყლის მიმართ და სხვადსხვა ვიდეოებით წარმოაჩინეს პრობლემა.
მოსწავლეებმა აწარმოეს საქველმოქმედო კამპანია, რომლის ფარგლებშიც შეგროვილი თანხით დაეხმარებიან ისეთ ქვეყნებს, სადაც არის სუფთა სასმელი წყლის ნაკლებობა.
მოსწავლეების მიზანია მთელ მსოფლიოში იყოს სუფთა წყალი და გავუფრთხილდეთ გარემოს.

Share on: