გამოფენა “რეპრესიები საქართველოში“
24 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ არქივში გაიხსნა გამოფენა “რეპრესიები საქართველოში “, რომელსაც დაეწსრნენ “ევროპული სკოლის“ 10 MYP კლასის მოსწავლეები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ია ღადუა. მოსწავლეებმა ნახეს ტიციან ტაბიძის უკანაკსნელი ფოტო; გალაკტიონ ტაბიძის უცნობი ლექსი, რომელიც მან რეპრესირებულ მეგობარს მიუძღვნა და ამ ავტოგრაფს ათეული წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა ოჯახი; სანდრო ახმეტელის პარტიტურა, ვახტანგ კოტეტიშვილის შემქნილი მარმარილოს ქანდაკება; სვიმონ მჭედლიძის ნაქონი ღვთისმშობლის ნატყვიარი ხატი, პატიმარი ქალების მიერ ლიზიკო ქავთარაძისთვის ცოცხებით გაკეთებული თოჯინა და სხვა უნიკალური დოკუმენტები და ნივთები, რომლებიც ეროვნულ არქივს სპეციალურად ამ გამოფენისთვის ათხოვეს რეპრესირებულთა შთამომავლებმა. შესაბამისად, მათი ასე ერთად ნახვა სხვა დროს, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
მოსწავლეებს ასეთი ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა გამოფენის კურატორმა, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ქეთევან ასათიანმა.