“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა სამედიცინო გამოკვლევა
ჩეხური ფარმაცევტული კომპანია “ვალმარკის“ წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს პედიატრთა აკადემიის ეგიდით ატარებს საინფორმაციო-საპრევენციო კამპანიას “სასკოლო ასაკის ბავშვების სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარების მნიშვნელობა“. პროექტის ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ 11-15 დეკემბერს ტარდება დაწყებთი საფეხურის მოსწავლეთა გამოკვლევა/დიაგნოსტიკა, რაც მოიცავს:
• ბავშვის ზოგადი მდგომარეობის, სიმაღლისა და წონის, თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობის შეფასებას;
• ორთოპედიულ დიაგნოსტიკას.
გამოკვლევის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია სემინარი მშობლებისთვის, სადაც ბავშვთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დეტალებზე ისაუბრებენ პედიატრები: თემურ მიქელაძე, მაია ჩხაიძე, მაია ხერხეულიძე, ირაკლი ვარძუკაშვილი.