“ევროპული სკოლის“ პედაგოგები ინფორმაციული ტექნოლოგიების კონფერენციაზე
8-11 ნოემბერს ქალაქ კიევში გაიმართა ინფორმაციული ტექნოლოგიების IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “ინოვაციები და უახლესი გამოწვევები ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში “, რომელსაც მასპინძლობდა ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი. კონფერენციის ძირითადი მიმართულება იყო კიბერ უსაფრთხოების საკითხები. კონფერენციას ესწრებოდნენ ინფორმაციული ტექნოლოგიების და კიბერ უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის- საქართველოს დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, “ევროპული სკოლის“ პედაგოგი, პროფესორი მაქსიმ იავიჩი, განათლების სამინისტროს ტრენერი და “ევროპული სკოლის“ მასწავლებელი დავით ნოზაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ლევან ვაჩნაძე.
მაქსიმ იავიჩიმა პოსტკვანტური კრიპტოგრაფიის დარგში გააკეთა მოხსენება როგორც პლენარულ სხდომაზე, ასევე სექციური მუშაობისას; დავით ნოზაძის მოხსენების თემა იყო: “კიბერ ბულინგის პრობლემები და გამოწვევები საქართველოს სკოლებში“; ლევან ვაჩნაძემ ისაუბრა კრიპტოგრაფიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.