ვორქშოპი PYP პროგრამის მშობლებისათვის
21 ნოემბერს ევროპული სკოლის IB-ს დაწყებითი პროგრამის მშობლებისათვის გაიმართა ვორქშოპი “PYP პროგრამის საფუძვლები”.
ვორქშოპი მიზნად ისახავდა უკეთ გაეცნო მშობლებისათვის საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი საფეხურის (IB PYP) სასწავლო მეთოდოლოგია, ფილოსოფია და მიდგომები. სესია ინტერაქტიული ფორმატის იყო და მისი მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიაში.
სკოლისათვის სასარგებლო იყო მშობლებისაგან უკუკავშირის მიღება. მათ მიერ PYP-ში სასწავლო მეთოდიკის ძირითად უპირატესობებად დასახელდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა მაღალი ჩართულობა და იდეების გაზიარების კულტურა.
მსგავსი შეხვედრები ყოველ სემესტრში ჩატარდება და დაეხმარება მშობლებს, უფრო ღრმად გაეცნონ PYP-ში დანერგილ სწავლების მიდგომას.