მასტერკლასი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მეცნიერებისა და ინოვაციის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ია ღადუამ და ტიციან ტაბიძის სახელობის #41-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ნინო აბულაძემ ლიტერატურის მუზეუმში ჩაატარეს მასტერკლასი ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლებისთვის. მასტერკლასის თემა – რამდენად აუცილებელია ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება რომანტიზმის სწავლებისას (ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის “ბედი ქართლისას“ მიხედვით).