კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

საერთაშორისო ბაკალავრიატის MYP-სა და DP-ს მოსწავლეები შეუერთდნენ გაერო-ს 16-დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. 6 დეკემბერს მოსწავლეებმა ევროპული სკოლის სააქტო დარბაზის სცენაზე აჩვენეს გენდერული ძალადობის ამსახველი მინი წარმოდგენა, მოაწყვეს ფილმის ჩვენება, რომელიც ეხებოდა გენდერული ძალადობის საკითხს და ღონისძიების დასასრულს იმღერეს გაერთინებული ერების ქალთა ორგანიზაციის მიერ შექმნილი ცნობილი სიმღერა “One Woman,“ რომლითაც გამოხატეს სოლიდარობა ქალების მიმართ. ღონისძიებაზე მოწვეული იყო ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელი ნანუკა გელაშვილი, რომელმაც აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია გენდერული ძალადობის პრევენციის მექანიზმების შესახებ.

 

Share on: