კვების რევოლუციის პროექტი
საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო საფეხურის X კლასის მოსწავლეების მიერ ინიცირებული ქმედება დაკავშირებული იყო სასწავლო პროგრამის გლობალურ კონტექსტთან და საძიებო თემასთან. ჯემი ოლივერის კვების რევოლუციის იდეით შთაგონებულმა მოსწავლეების ნაწილმა მოამზადა კერძები საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის, ხოლო მეორე ნაწილმა პატარებს შესთავაზა ონლაინ თამაშები “სმარტ ტექნოლოგიების“ გამოყენებით. ამ აქტივობის მთავარი მიზანი იყო, პატარებს ესწავლათ ხილისა და ბოსტნეულის დასახელებები და გაეცნობიერებინათ, რომ მზა, დამუშავებული პროდუქტის მირთმევას სჯობს ჯანსაღი საჭმელის მომზადება სახლში.
აღნიშნული პროექტის წარდგენა სკოლის ფართო საზოგადოების წინაშე მოხდა MYP ასამბლეაზე.