"ოქროს პეპელა 2017“

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა – 2017“ 4 დღის მანძილზე 29 მაისიდან – 1 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა  თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და “ევროპულ სკოლაში”. ფესტივალის პროგრამაში იყო შეხვედრები ცნობილ კინოხელოვანებთან, ასევე, ვორქშოპები და პრაქტიკული მეცადინეობები.

ფესტივალის მონაწილეები 29 მაისს გაეცნენ ხმოვანი კინოს დაბადებისა და განვითარების ისტორიას (ვორქშოპი – კინომცოდნე ზვიად დოლიძე), კინოდოკუმენტურ მასალას ქართული მხატვრულ ფილმ “ქეთო და კოტეს“ შესახებ (პრეზენტატორი – კინოდოკუმეტალისტი  გიორგი კაკაბაძე).  ბავშვებმა კინოს ისტორიის მუზეუმში  დაათვალიერეს “ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით 1936 წელს გადაღებული მხატვრულ ფილმ “ქაჯეთის“ არქივში არსებული  2 ნაწილი (პრეზენტატორი – საბავშვო კინოს მეთოდისტი – ლალი გორგასლიძე).

30 მაისს  გაიმართა  შეხვედრა კომპოზიტორ კახა ცაბაძესთან, ჩატარდა ვორქშოპები საოპერატორო ხელოვნებასა (პრეზენტატოპი – გიორგი მოდებაძე) და სასცენარო პრინციპების უნარებში (პრეზენტატორი – გიგი ჯანაშია).

31 მაისს გაიმართა ანიმაციური ფილმების პრეზენტაცია “ევროპულ სკოლაში“,  31 მაისსვე ჩატარდა კინოექსპედიცია ლისის ტბაზე.

1 ივნისს ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

ფესტივალის ნომინაციებში გაიმარჯვეს:

 

მთავარი პრიზი

ვასილე ბერდე ლუკა შტეფანს

ფილმისათვის  – “არ გააღო კარი!“

 

საუკეთესო სცენარი

“პარგელი ბოშა“ (საბერძნეთი)

 

საუკეთესო ოპერატორი  

“პორტრეტის რეჟიმში საყურებელი“ (რუმინეთი)

 

საუკეთესო იდეა

ლიზი ჩხუბიანიშვილს

ფილმისათვის – “ძალა“

 

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

ნინი და დიმიტრი დუმბაძეებს

ფილმისათვის  – “ორკესტრის რეპეტიცია“

 

ლუკა ფადიურაშვილს

ფილმისათვის  – “მუჰამედი თბილისში“

 

საუკეთესო მსახიობი ბიჭი

გიგი ქორჩილავას

ფილმისათვის  – “პირველი სიყვარული“

 

საუკეთესო მსახიობი გოგონა

სესილი მჟავანაძეს

ფილმისათვის  – “პორტრეტები“

 

საუკეთესო ანიმაცია

სოფიო ბორძიკიძეს

ფილმისათვის  – “ველური ძაძა“

 

საუკეთესო ფილმი ბავშვთა უფლებებზე

გულგულას სკოლას

ფილმისათვის  – “ბუმ-ბუმი“

Share on: