პირველადი დახმარების ტრენინგი წითელი ჯვრისაგან
ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში “როგორ მუშაობს სამყარო”, IB-ს მოსწავლეები სწავლობენ პროცესების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ამა თუ იმ სიტუაციაში სტრუქტურიზებული ქმედებების საშუალებით უკეთესი შედეგების მისაღებად.
ევროპულმა სკოლამ უმასპინძლა წითელი ჯვრის კოორდინატორ თეა ჩიკვილაძეს, რომელმაც ჩვენს მე-5 კლასელებს ჩაუტარა ტრენინგი პირველადი დახმარების შესახებ.
ბავშვებმა ისწავლეს ხელოვნური სუნთქვის ჩატარება და პირველადი დახმარების აღმოჩენა . გარდა ამისა, მათ გაიგეს პრობლემების შესახებ, რომლებიც საფრთხეში მყოფ ადამიანს შეიძლება შეექმნას და შეისწავლეს მათი მოგვარების გზები.