პირველი PYP ასამბლეა - მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად
22 ოქტომბერს ჩატარდა საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამის (1-5 კლასები) პირველი ასამბლეა. ასამბლეის ძირითადი თემა იყო IB Learner Profile, რომელიც გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ რა ტიპის პიროვნულ მახასიათებლებს უნდა ფლობდეს ბავშვი IB პროგრამის სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ეფექტური მონაწილეობისათვის. მოსწავლეებმა ამ თემაზე კითხვა-პასუხის რეჯიმში ისაუბრეს და უყურეს ინფორმაციულ ვიდეოებს IB Learner Profile-ის შესახებ.
გარდა ამისა, გაიმართა მოსწავლეთა მიერ გადაღებული ვიდეორგოლების ჩვენება, რომლებიც მიზნად ისახავდა ბავშვებისათვის ჩვენი სკოლის ყოველდღიური რეჟიმის, ქცევისა და უსაფრთხოების წესების უკეთ გაცნობას.
სასწავლო წლის მანძილზე, ამ ფორმატის ასამბლეები ყოველთვიურად ჩატარდება. მათი ძირითადი მიზანია სკოლის ცხოვრებაში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა და სიტუაციური სწავლების გაძლიერება.